ღირსი გრიგოლი, ასელი ეპისკოპოსი (1150-1185 წლები) - 4 (17) მარტი
ღირსი გრიგოლი, ასელი ეპისკოპოსი (1150-1185 წლები) - 4 (17) მარტი
ღირსი გრიგოლი წარჩინებული ქრისტიანული ოჯახის შვილი გახლდათ და კუნძულ ლესბოსზე დაიბადა. თოთხმეტიოდე წლისა იყო, სხვა იმ კუნძულელ ბავშვებთან ერთად კონსტანტინოპოლს, საიმპერატორო კარზე სამი წლით მძევლად რომ გაგზავნეს.

დედაქალაქში ცხოვრებამ ჭაბუკი არათუ გარყვნა, თავშეკავება ასწავლა - არც ფუფუნება იზიდავდა და არც - სხვა რამ წარმავალი, არამედ ხორცს მარხვითა და ლოცვით დაიურვებდა, ხოლო მშობელთაგან ყოველკვირეულად გამოგზავნილი ამანათის დიდ ნაწილს უპოვართ უნაწილებდა.

შინ დაბრუნების დრო რომ დადგა, ყმაწვილმა ამ წლებში მიღებული სულიერი გამოცდილება გაისიგრძეგანა, ანგელოზებრივი ცხოვრება არჩია და გადაწყვიტა, თავის მასწავლებელს, აღათონს, მცირე აზიაში მის მიერვე დაარსებულ მონასტერში გაჰყოლოდა.

იქ სამ წელიწადს მორჩილად იყო. ის დრო, მოძღვრის კურთხევით, კოლიმსის მთაზე მდუმარედ იცხოვრა და წმინდა მიწის მოლოცვის და იქ შემონაზვნების სურვილი გაუჩნდა.

როგორც კი მოძღვრის კურთხევა მიიღო, სიხარულევანმა ლოცვით თავი შეიმზადა და გზას გაუდგა.

იერუსალიმი მოილოცა და იორდანიის უდაბნოში წმინდა მამების სახილველად წარვიდა, - იმ დაუმარცხებელი მოსაგრეებისა, ხორცში მყოფნი ანგელოზთ რომ შეჰგავდნენ. თუმცა, იხილა რა მათი სრული ცხოვრება, დაეჭვდა, რომ მათ მიბაძვას ვერ შეძლებდა და ის იყო, უდაბნოს დატევებას აპირებდა, ერთ იქაურ ხუცესს შეხვდა და გაენდო.

ამ წმინდა კაცმა გრიგოლი ანუგეშა, გაამხნევა და მანაც გადაწყვიტა, მასვე დამოწაფებული იქ დარჩენილიყო და დიდი სქემით შეიმოსა.

ჯერაც ყმაწვილი უმკაცრეს ღვაწლს შეუდგა და ბოროტის ყოველ შემოტევას ცხელი ცრემლებით შეზავებული ლოცვით უმკლავდებოდა, საკუთარი ნება მოიკვეთა და თავი უფალს ჩააბარა.

ამგვარმა ცხოვრებამ ბნელ სულთა ძლევა შეაძლებინა და სულიწმიდის ნაყოფთა სიტკბოებაც იგემა.

ასე გაატარა უდაბნოში 15 წელიწადი და კვლავ პირველ მოძღვარს, აღათონს დაუბრუნდა. მოკლე ხანში კი - იქაურ მოღვაწეთა და ღვთისმოყვარეთათვის სათნოებათა ლამპრად იქცა, ხოლო როდესაც ძველი ქალაქის, ასას საეპისკოპოსო კათედრა გათავისუფლდა, რომელიც ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან მდებარე ქალაქ მისიაში მდებარეობდა კუნძულ ლესბოსის მოპირდაპირე მხარეს, იმპერატორმა და პატრიარქმა სწორედ მისი დადგინება ინებეს იმ მხარის მღვდელმთავრად.

ნეტარი ღვთის ნებას დამორჩილდა და ეს პატივი დიდი სიმდაბლით მიიღო, რომ სამწყსო იმით გამოეკვება, რაც უდაბნომ შესძინა და რაც შეიძლება, მრავალი სული მოემებადურებინა უფლისთვის.

ყოველ ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე, დიდი სიყვარულით და სიფრთხილით ჰმოძღვრიდა, განსაკუთრებით კი - იმაზე ზრუნავდა, ღირსეული მღვდელნი აღეზარდა.

ზოგიერთმა მისმა მოშურნემ, იხილეს რა, თუ რაოდენი სიყვარულით ზრუნავდა ერთ ახალგაზრდაზე, რომელსაც სამღვდელოდ ამზადებდა, ცილი დასწამეს, - მასთან დაეცაო, რაც პატრიარქსაც ამცნეს.

გრიგოლი კონსტანტინოპოლს დაიბარეს, სადაც თავისი სიმართლე იოლად დაამტკიცა, ცილისმწამებლებმა კი საჯაროდ სთხოვეს შენდობა.

თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ რამდენიმე ბოროტმა არ მოასვენა და ნეტარს კვლავ მოსცხეს ჩირქი.

მაშინ, მიანდო რა ყოველივე მათ სინდისს, წმინდა მამა მილიტენს შეეხიზნა და მოწაფეებითურთ რა მოვლო მისი მთიანი ალაგები, ერთ უდაბურ და მიუდგომელ ადგილას მონასტერი დააარსა, რომელსაც ლევკოპედი უწოდა.

მის აშენებას უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, - მამებს არა მხოლოდ უმძიმეს გარემო პირობებთან უწევდათ შერკინება, არამედ, უპირველესად, ბნელ სულებსა და წარმართებთან.

ერთხელ სწორედ ეს უკანასკნელნი დაესხნენ ნეტარს თავს, გვემეს და ღრმა ხევში გადაჩეხეს, თუმცა, ღვთის წყალობით, იქაურობას თავი დააღწია.

ერთხელ, იმისთვის, რომ მოწაფე რწმენაში განემტკიცებინა, ჯოხი, რომლითაც 12 წლის მანძილზე სარგებლობდა, მიწაში ჩაარჭო. რამდენიმე თვის შემდეგ ჯოხი გაიფოთლა და ნაყოფად მშვენიერი კაკლები გამოისხა, ყოველგვარ სნეულებას რომ კურნავდნენ.

ადგილობრივებმა, დარწმუნდნენ რა, რომ გრიგოლს თავად უფალი სწყალობდა და იფარავდა, მტრობას თავი ანებეს, წმინდა გრიგოლმა კი, როგორც იქნა, დაასრულა ტაძარი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აკურთხა, შემდეგ კი მამათა და მოწაფეთათვის სენაკებიც მოაწყო.

ამქვეყნიური გზის დასალიერს ღირს გრიგოლს უფლის ანგელოზი ეჩვენა და რა აუწყა მოახლოებული აღსასრული, ის ადგილიც აჩვენა, სადაც უნდა დამარხულიყო.

იმ ადგილას წმინდა გრიგოლის დაკრძალვისთანავე ამოხეთქა წყალმა, რომელიც იქაურ მონაზვნებს უკიდურესად სჭირდებოდათ, ხოლო იმათ, ვინც სნეულებით იტანჯებოდა, ღირსი მამის შუამდგომლობით, წყარო კურნებას ანიჭებდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler