ღირსი საბატიოსი და ევფროსინე ტვერელნი (XV) - 02 (15) მარტი
ღირსი საბატიოსი და ევფროსინე ტვერელნი (XV) - 02 (15) მარტი
წმინდა საბატიოსმა ტვერიდან 16 კილომეტრში საბატიოსის უდაბნოს დაუდო დასაბამი და უმკაცრეს ასკეტურ ღვაწლსაც იქვე მიეცა.

ხორცის დასათრგუნად ღირსი მამა რკინის მძიმე ჯაჭვს ატარებდა, XV საუკუნის პირველ ნახევარში კი ღვთივ განისვენა.

წმინდა ევფროსინე მისი ღირსეული სულიერი მემკვიდრე გახლდათ, ღირსმა მამამ სიცოცხლის 60 წელი საბატიოსის უდაბნოში გაატარა და თავისი ღვაწლით ღვთისგან სასწაულქმედების ნიჭი მიიღო.

წმინდა ევფროსინე XV საუკუნეში მიიცვალა.

..................................................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1