ღირსი აღაპი ვათოპედელი (XIII) - 01 (14) მარტი
ღირსი აღაპი ვათოპედელი (XIII) - 01 (14) მარტი

ღირსი აღაპი ვათოპედის სავანეში მოღვაწე ერთი მდუმარე ბერის მორჩილი იყო. ის წმინდა ათონის ნაპირზე გადმოსულმა თურქებმა შეიპყრეს და მაგნეზიაში წაიყვანეს.



12 წელი იყო აღაპი ტყვეობაში, მაგრამ გათავისუფლების იმედი არ დაუკარგავს, მხურვალედ ევედრებოდა შემწეობას ღვთისმშობელს. ერთხელ ყოვლადწმინდა ქალწული გამოეცხადა, განამხნევა და მოძღვართან დაბრუნება აღუთქვა.

ბორკილთაგან სასწაულებრივად გათავისუფლებულმა აღაპიმ მოძღვრამდე ჩამოაღწია, თუმცა, ამ უკანასკნელმა, მისი მორჩილების გამოსაცდელად და განსამტკიცებლად, უკან დაბრუნება უბრძანა.
აღაპი მოძღვარს უსიტყვოდ დაემორჩილა, მყის უკან გაბრუნდა და თავის ბატონს ყოველი უამბო, ეს უკანასკნელი მისმა საქციელმა და ზნეობამ ისე განაცვიფრა, არათუ გაათავისუფლა, წმინდა მთაზე თავისი ორი ვაჟიშვილითურთ თავადაც გაჰყვა და შემონაზვნებულმა დარჩენილი წლები უფლის სამსახურს უძღვნა.

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსმოწამე ოლღასი (ჟილცოვა), მორჩილისა (1937 წელი), მღვდელმოწამეთა: ვასილი ნიკიტინსკისა, პეტრე ლუბიმოვისა, იოანე სტრელცოვისა, ბენიამინ ფამინცევისა, მიქაელ ბუკრინსკისა, ღირსმოწამისა ანტონისა (კორჟი), მთავარდიაკვნისა, ღირსმოწამეთა დედათა: ანასი (მაკანდინა), დარიასი (ზაიცევა), ევდოკიასი (არქიპოვა), ალექსანდრასი (დიაჩკოვა), მატრონასი (მაკანდინა), მორჩილთა, მოწამისა ბასილისა (არქიპოვი), ნადეჟდასი (აბაკუმოვა) (1938 წელი), მღვდელმოწამისა ალექსანდრესი (ილენკოვი, 1942 წელი), მღვდელმოწამისა ბასილისა (კონსტანტინოვ-გრიშინი, 1943 წელი)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამეთა სილიბისტროსა და სოფრონისა, მახვილით განგმირულთა

* * *
ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამეთა: ქარისიასი, ნიკიფორესი და აღაპიასი

 

ბეჭდვა
1კ1