ღირსი მარტირი ზელენეცკი (+1603) - 01 (14) მარტი
ღირსი მარტირი ზელენეცკი (+1603) - 01 (14) მარტი
ეს წმინდა კაცი ფსკოვის მახლობლად დაიბადა, ათი წლისა დაობლდა და მღვდელმა, მამა ბორისმა გაზარდა, რომელიც შემდგომ ველიკოლუცკის წმინდა სამების სახელობის სავანეში შემონაზვნდა.

იქვე აღიკვეცა ჭაბუკი მარტირიც და დიდი მორჩილებისა და სათნოებათა მომხვეჭელი ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების ღირსიც შეიქნა ცეცხლოვან სვეტზე.

სწყუროდა რა განდეგილობა, ღირსი მამა ქალაქიდან შორს დასახლდა და მოშურნედ მიეცა დიდ ღვაწლს.

დღეში ერთხელ, საღამოს 9 საათზე მცირეოდენ პურსა და ნედლ ბოსტნეულს იხმევდა, მთელ დროს ლოცვას უთმობდა, ათასგზის იტყოდა იესოს ლოცვას, ორასგზის - ღვთისმშობლისას და ექვსას დიდ მეტანიასაც აღასრულებდა.

მაგრამ ერთხელ მძიმედ დასნეულდა, რის გამოც წინამძღვარმა ტიხვინის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში გაგზავნა.

მოგვიანებით წმინდა მარტირიმ მწვანე კუნძულზე, დღევანდელი სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს, მონასტერი დააარსა, რომელსაც შემდგომ ზელენსკის სავანის სახელით იხსენიებდნენ.

წმინდა მარტირი ფრიად მხცოვანი, 1603 წლის 1-ელ მარტს მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1