ღირსი იოანე, ბარსანოფად წოდებული, დამასკოს ეპისკოპოსი (V) - 29 თებერვალი (13 მარტი)
ღირსი იოანე, ბარსანოფად წოდებული, დამასკოს ეპისკოპოსი (V) - 29 თებერვალი (13 მარტი)
ღირსი იოანე, ბარსანოფად წოდებული, წარმოშობით პალესტინიდან იყო. 18 წლისა მოინათლა, სულ მალე კი ბერობის აღთქმა დადო. მისი ასკეტური ცხოვრების გამო, ღირს იოანეს ხელი დაასხეს ქალაქ დამასკოს ეპისკოპოსად, მაგრამ განმარტოებით ცხოვრების სიყვარულმა სძლია - ღირსმა იოანემ მიატოვა ეპისკოპოსობა და ჩუმად წავიდა ალექსანდრიაში, სადაც ბარსანოფი დაირქვა. შემდეგ ნიტრიის უდაბნოში გაემგზავრა, მივიდა მონასტერში და იღუმენს სთხოვა, მიეღო სავანეში, რათა ბერდიდებს მომსახურებოდა. ამ მორჩილებას ის დღის განმავლობაში კეთილსინდისიერად აღასრულებდა, ღამეს კი ლოცვაში ატარებდა.

გარკვეული დროის შემდეგ ღირსი იოანე წმინდა თეოდორე ნიტრიელმა ნახა და იცნო ეპისკოპოსი, მაშინ წმინდა იოანე ისევ დაიმალა და ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.
.....................
სურათზე: ნიტრიის უდაბნო, განდეგილ მამათა კელიები

ბეჭდვა
1კ1