წმინდა მოწამეები - ივლიანე, მისი მსახური ევნუსი და მხედრები ბეზა და მეკარი (III) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამეები - ივლიანე, მისი მსახური ევნუსი და მხედრები ბეზა და მეკარი (III) - 27 თებერვალი (12 მარტი ან 11 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამეები ივლიანე, მისი მსახური ევნუსი და მხედრები ბეზა და მეკარი დეციუსის (249-251) მეფობის დასაწყისში ეწამნენ ალექსანდრიაში.

გამეფებიდან მოკლე ხანში დეციუსმა იმპერიის ოლქებში ბრძანება გაგზავნა, რომლითაც ყველა ქრისტიანი, ვინც სარწმუნოებას არ უარყოფდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო. დეციუსი ფიქრობდა, რომ ამ გზით ღმერთების წყალობას მოიპოვებდა და თავიდან აიცილებდა იმ უბედურებებს, რომლებიც იმპერიას ემუქრებოდა. ამ ყოველივეს კი, ერთი ვერსიით ხელი შეუწყეს მჩხიბავებმა, რომლებმაც ქრისტიანთა წინააღმდეგ წააქეზეს იმპერატორი. ივლიანე იმ ქრისტიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელიც სიკვდილს არჩევდა ქრისტეს უარყოფას. ღრმად მოხუცებული ივლიანე ნეკრისის ქარებით იტანჯებოდა, არც ფეხზე დგომა შეეძლო და არც მოძრაობა. იგი სამსჯავროზე თავისმა მსახურებმა მიიყვანეს, რომელთაგან ერთმა, ევნუსმა, ახოვნად აღიარა ქრისტე, მეორემ კი უარყო მაცხოვარი. ივლიანე და ევნუსი აქლემებით დაჰყავდათ ქალაქში, დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, ბოლოს კი კოცონზე დაწვეს. მათთან ერთად ეწამა მხედარი ბეზა და მეკარი. ისინი ცდილობდნენ, უპატიო მოპყრობისგან დაეცვათ წმინდანები, რისთვისაც წმინდა ბეზას თავი მოჰკვეთეს. წმინდა მეკარი კი ცეცხლში დაწვეს.
...................
სურათის წყარო
ბეჭდვა
1კ1