ღირსი სებასტიანე სოხოტელი (აღმსარებელი, +1500) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი სებასტიანე სოხოტელი (აღმსარებელი, +1500) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
ცნობილია, რომ სებასტიანე სოხოტელმა ღვთივსულიერი განათლება მიიღო მშობლების სახლში და ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად. ქალაქ პოშეხონიდან 32 მილის მოშორებით უღრან ტყეში ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში. შემდეგ მასთან შეიკრიბნენ ბერმონაზვნური ცხოვრების მსურველები. ამიტომ ბერმა სებასტიანემ დააარსა უფლის ფერისცვალების სახელობის მონასტერი მდინარე სოხოტის პირას იაროსლავის ოლქში, რომანოვების ქალაქიდან 90 მილის დაშორებით. მონასტრის ბერები საკუთარი ხელით ამუშავებდნენ მიწას და მოიპოვებდნენ საკვებს. ამის მაგალითს ძმებს თავად მონასტრის დამაარსებელი აძლევდა. სებასტიანე თვითონ ეზიდებოდა წყაროდან წყალს მონასტრისთვის. სებასტიანე იესოს ლოცვას ასრულებდა გამუდმებით. მძიმე მარხვას იცავდა, მცირე პურს და ბოსტნეულს იღებდა, ხორცს საერთოდ არ იხმევდა. იმდენად ძველი იყო მისი ბერული სამოსი, რომ თითქმის აღარ შეიძლებოდა მისი ტარება. წმინდა ბერი ამბობდა: "გავუძლებ ყველა მწუხარებასა და გაჭირვებას, რათა თავიდან ავიცილოთ მარადიული ტანჯვა". ასწავლიდა ძმებს უფლის ერთგულებას და სიყვარულს.

სებასტიანე სოხოტელი გარდაიცვალა დაახლოებით 1500 წელს.

1889 წელს სებასტიანე სოხოტელის მიერ დაარსებული ფერისცვალების მონასტრის ადგილას დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ასევე უფლის ფერისცვალების სახელობისაა და სადაც დღემდე განისვენებს წმინდა მამის წმინდა სხეული.

ხატის წყარო
.....................................
ამავე დღეს ეკლესიაში იხსენიება წმინდა ნიკოლოზ კატოპინელი; რუსი ახალმოწამეები: პეტრე ვარლამოვი (1930 წ), მღვდელმოწამე სერგი (1933 წ.), იოანე პაშინი, იოანე დუნაევი (1938 წ.)

ბეჭდვა
1კ1