წმინდა პაფნუტი (IV) - 25 თებერვალი (10 მარტი ან 9 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა პაფნუტი (IV) - 25 თებერვალი (10 მარტი ან 9 მარტი - ნაკიან წელს)
პაფნუტი ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე. ის გახლდათ ანტონი დიდის თანამედროვე. პაფნუტიმ 80 წელი გაატარა უდაბნოში. ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ ერთი ხელი სამოსი ეცვა. ბერი არასოდეს განიკითხავდა ცოდვილებს, იგი ბრძნულად ქადაგებდა, იძლეოდა სულისთვის სასარგებლო რჩევებს. პაფნუტი ხშირად აღნიშნავდა, რომ რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ხდება ან უფლის ნებით ან დაშვებით. უფალი შეგვეწევა განსაცდელის ჟამსაც. ადამიანს არა აქვს უფლება, ხელი ჩაიქნიოს და სასოწარკვეთას მიეცეს მანამ, სანამ მას მფარველი ანგელოზი იცავს.

გადმოცემის თანახმად, წმინდა პაფნუტმა უფალს სამჯერ თხოვნით ჰკითხა, ეთქვა, რომელ წმინდანს ჰგავდა იგი. მაშინ უფლის გამოგზავნილმა ანგელოზმა აჩვენა ბერს ჯერ მოხეტიალე მომღერალი, შემდეგ მიწათმოქმედი და ვაჭარი. სამივე მიუხედავად საერო პროფესიებისა, წმინდად ცხოვრობენ, უთხრა ანგელოზმა პაფნუტის, - მოწყალებას გასცემენ და მიმტევებლები არიან.

წმინდა პაფნუტი მოწაფეებს არიგებდა: "იყავით თავმდაბალნი, გიყვარდეთ გაცემა მიღებაზე მეტად".

სურათზე: ეგვიპტე, ძველი ქრისტიანული მონასტრის ნანგრევები


ბეჭდვა
1კ1