წმინდა ტელესფორე რომის პაპი (+138) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ტელესფორე რომის პაპი (+138) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
რომის პაპი ტელესფორე წარმოშობით ბერძენი გახლდათ. ის იყო რომის პაპ სიქსტუსის მემკვიდრე. მან რომის ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტი დაიკავა  იმპერატორ ადრიანეს მმართველობის მეთერთმეტე წელს. ამ დროისათვის დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესია სხვადასხვა დროს ზეიმობდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ერთგვარი გაუგებრობაც იყო მათ შორის. მიუხედავად ამისა, პაპმა შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა მცირე აზიის ეკლესიებთან. წმინდა ტელესფორე მოწამებრივად აღესრულა ჩვენთვის უცნობი მიზეზების და გარემოებების გამო.

ხატის წყარო
......................

ამავე დღეს იხსენიება: მოწამენი ანთუსა და მისნი 12-ნი სახლიკაცნი;  არისტონი, კვიპროსის არსინოეს ეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (IV-V)
ბეჭდვა
1კ1