წმინდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+577) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+577) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა იოანე სქოლასტიკოსი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, წარმოშობით ანტიოქიიდან გახლდათ. განათლებით იურისტი იყო. დიდხანს ასწავლიდა რიტორიკას. ორმოცდაათი წლისა მღვდლად აკურთხეს. იოანე კონსტანტინოპოლში წარმოადგენდა ანტიოქიის საპატრიარქოს. სწორედ ამ დროს შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად. 565 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე იოანეს აღსაყდრება მოხდა. წმინდა მამა 565-577 წლებში მართავდა ეკლესიას. პატრიარქობის დროს იოანემ ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოუყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა საეკლესიო სამართლისწარმოება. მღვდელმთავარი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: "რომელი ქერუბიმთა" და "სერობასა საიდუმლოსა შენისასა".

წმინდა იოანე სქოლასტიკოსი აღესრულა 577 წელს.

კონსტანტინეპოლელ მღვდელმთავართა კრებული-ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1