წმინდა ევსტათი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+337) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ევსტათი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+337) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (323-331) III საუკუნის II ნახევარში მოღვაწეობდა. ის წარმართთაგან ქრისტიანთა დევნისას შეიმკო ქრისტეს აღმსარებლის პატივით.

ევსტათი პამფილიის ქალაქ სიდიდან გახლდათ და თავდაპირველად სირიის ერთ-ერთი რეგიონის მღვდელმთავარი იყო, ხალხს ძალიან უყვარდა და პატივს სცემდნენ. მისი ანტიოქიის საყდარზე ეპისკოპოსად კურთხევა მთელი ქრისტიანული საზოგადოების მოთხოვნა გახლდათ. ანტიოქიის საყდარი მას ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე 325 წელს მიაკუთვნეს.

ამ დროისათვის აღმოსავლეთში გავრცელება დაიწყო ახალწარმოშობილმა ცრუ სწავლებამ - არიანელობამ. დაახლოებით 318 წელს ალექსანდრიელმა მღვდელმა არიოზმა ჩამოაყალიბა ცრუ მოძღვრება, რომელსაც შემდეგში არიანელობა დაერქვა. არიოზი კადნიერად უარყოფდა ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობას. ამტკიცებდა, იესო ქრისტე ღმერთის თანაარსი კი არ არის, მისი მსგავსიაო, მამა ღმერთი მარადიული და უცვლელია, ხოლო ქრისტე (სიტყვა, ლოგოსი) შექმნილია და მამა ღმერთთან შედარებით ნაკლებ სიბრძნეს ფლობსო.

სწორედ არიოზის ერესის განსახილველად და დასაგმობად მოიწვია კონსტანტინოპოლში კონსტანტინე დიდმა 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომლის პირველი თავმჯდომარე ევსტათი გახლდათ. შეკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხი აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგმა არიანელმა ეპისკოპოსმა ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს მხოლოდ ხარისხის შესანარჩუნებლად მოაწერა ხელი. მოგვიანებით სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ანტიოქიის მღვდელმთავარს.

ევსტათის გამორჩეულად დაუპირისპირდა ნაწილობრივ არიანელების ერთგული ევსები კესარიელი. იგი ნახევრად არიანელად არის ცნობილი. სწორედ ევსები ამხილა საჯაროდ ანტიოქიელმა პატრიარქმა ევსტათიმ მართლმადიდებლობისადმი მერყევი, ორგული და ორაზროვანი დამოკიდებულების გამო. 328 წლიდან არიანელებმა გარკვეული პოლიტიკური და სოციალური გავლენა მოიპოვეს. არიანელებმა მთელი გავლენით და პოლიტიკური ავტორიტეტით ევსტათი ანტიოქიელის დამხობა მოინდომეს. ევსები კესარიელი და თეოგონიუს ნიკიელი ვითომცდა ღვთისმოსაობის და კეთილმსახურების საბაბით იერუსალიმში გაემგზავრნენ, იქ შეუერთდნენ სხვა არიანელებს და ერთობლივად წავიდნენ ანტიოქიაში თითქოსდა ეკლესიის დიდი მწყემსმთავრის, ევსტათი ანტიოქიელის მოსანახულებლად. მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოისყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმინდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწამემ უნდა დაადასტუროს. არიანელებმა უგულებელყვეს ეს კანონი და წმინდა მამა გაუსამართლებლად გადააყენეს ეპისკოპოსობიდან.

მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ ცრუ მოწმე მომაკვდინებელი სენით დიდხანს იტანჯებოდა, ბოლოს ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი შეცდომა. თქვა, რომ მან ფული მიიღო არიანელებისგან ამ ცილისწამების წარმოთქმისათვის. ხოლო როდესაც მისგან იშვა ჩვილი (ეს ქალი მართლაც ორსულად იყო და ორსულობის მიზეზად სწორედ ევსტათის ასახელებდა), ბავშვის ნამდვილი მამა ქალმა დაასახელა, ეს გახლდათ ერთ-ერთი გარყვნილი პიროვნება, მასაც ევსტათი ერქვა, ამჯერად არიანელები ევსტათის არა ზნეობრივი, არამედ სამოძღვრო დოგმატური ასპექტით დაუპირისპირდნენ. დაჟინებით დაიწყეს მტკიცება, თითქოს ევსტათი ასწავლიდა იმგვარად, როგორც თავის დროზე საბელიოსი. საბელიოსი გახლდათ ერთარსება ღვთის ერთპიროვნულობის აღმსარებელი, ამღიარებელი და მამტკიცებელი, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ეს მხოლოდ სახელები იყო მისთვის და სინამდვილეში იგი აღიარებდა მხოლოდ ერთ პირს, ერთპიროვნებას, ერთ პიროვნებად შერწყმულ სამპიროვნებას. აი, ეს გახლავთ საბელიანიზმი, სამპიროვნულობის, რასაც მართლმადიდებლობა აღიარებს, ერთპიროვნულობად შერწყმა, ანუ სამი ჰიპოსტასური ხატის ერთ ჰიპოსტასურ ხატად შერწყმა და აღმსარებლობა. საბელიანიზმი მრავალგზის არის დაგმობილი ეკლესიის მამათაგან, თვითონ საბელიოსი განკვეთილია და აი, ამ მწვალებლობის მქადაგებლად წარმოაჩინეს არიანელებმა ევსტათი ანტიოქიელი. ამიტომ ევსები ნიკომიდიელმა და თეოგონიუს ნიკიელმა იჩქარეს, რომ გამოცხადებულიყვნენ იმპერატორ კონსტანტინესთან მათი ამ ცრუ ბრალდების გასაცნობად, რათა იმპერატორი უარყოფითად განწყობილიყო ევსტათისადმი. მათ დაუმატეს ისეთი ყოფითი ხასიათის ცილისწამებაც, რაც, იცოდნენ, რომ იმპერატორზე ძალიან მძიმედ იმოქმედებდა, კერძოდ, ვითომცდა ევსტათის ცუდად მოეხსენიებინოს იმპერატორის დედა წმინდა ელენე დედოფალი.

აი, ამგვარი დაპირისპირებანი თანდათანობით კულმინაციას უახლოვდებოდა და სრულიად უდანაშაულო მწყემსი რამდენიმე უერთგულეს მღვდელთან და დიაკონთან ერთად თრაკიაში გადაასახლეს. ეს მოხდა 331 წელს.

არიანელების გაბოროტება და ევსტათის სიძულვილი მისი თრაკიაში განდევნით არ დამთავრებულა. ევსტათის სიკვდილამდე დევნიდნენ არიანელები. ის თრაკიიდან შემდეგ ილირიაში გადავიდა, იქაც კვალში მიჰყვა არიანელების დაპირისპირება და საბოლოოდ ეს დიდი მოღვაწე აღესრულა მაკედონიის ქალაქ ფილიპეში დაახლოებით 345 წელს. წმ. იოანე ოქროპირის მოწმობით და მტკიცებით, წმ. ევსტათის ნეშტი დამარხულია თრაკიაში, ამ ბარბაროსულ ქვეყანაში. თეოდორე წიგნისმკითხველი თავის საეკლესიო ისტორიაში იმასაც მიგვითითებს, რომ წმ. ევსტათის ნაწილები 482 წელს გადმოასვენეს ანტიოქიაში. წმ. იოანე ოქროპირის ხოტბითი სიტყვით ისიც ირკვევა, რომ წმ. ევსტათის ხსენებას ანტიოქიაში აღასრულებდნენ უკვე 387 წელს. საზოგადოდ წმინდა ევსტათის ხსენება გახლავთ 21 თებერვალს.

უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა მღვდელმთავარი არიანელობის წინააღმდეგ აქვეყნებდა შრომებს, იყო განსწავლული როგორც სულიერ, ასევე საერო სიბრძნეშიც, განსაკუთრებით კი ფილოსოფიაში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler