წმინდა ტიმოთე სიმბოლელი (+795) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ტიმოთე სიმბოლელი (+795) - 21 თებერვალი (6 მარტი ან 5 მარტი - ნაკიან წელს)
იტალიელი მეუდაბნოე ბერი, წმინდა ტიმოთე, მოღვაწეობდა VIII საუკუნეში. მცირე აზიაში, ოლიმპოს მთის მახლობლად, უდაბნოში, "სიმბოლოებად" წოდებული მონასტერი მდებარეობდა. მონასტრის არქიმანდრიტი ღირსი თეოქტისტე გახლდათ. თეოქტისტეს სამონასტრო ცხოვრება შეასწავლა თავისმა მოძღვარმა, პლატონ აღმსარებელმა. ღირსი თეოქტისტეს მოწაფეებს შორის იყო იტალიელი ბერი ტიმოთე. ის ძალიან ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად. იცავდა მძიმე მარხვას, მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა, დღისით კი სამონასტრო საქმეებს აკეთებდა. მან სიკვდილამდე შეინახა ქალწულობის აღთქმა - სიყრმეში დადო აღთქმა, რომ ქალს სახეშიც კი არ შეხედავდა. ტიმოთემ მოახერხა სრულიად დაეთრგუნა ხორციელი ვნებები. გამუდმებული ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და უფლისაგან სნულებათა კურნების და არაწმინდა სულების განსხმის ნიჭი მიემადლა. მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულა, არაერთი ადამიანი განიკურნა სენისაგან, გათავისუფლდა ბოროტისაგან. ღირსი ტიმოთე მოწმე გახდა ხატმებრძოლობის ერესის და ხატთა თაყვანისმცემლების დევნისა. ის ბოლომდე იცავდა ხატთა თაყვანისცემის რწმენას. მრავალი წელი დაჰყო განდეგილობაში. გარდაიცვალა ღრმა მოხუცებული, 795 წელს.

ღირსი ტიმოთე სიმბოლელის კონდაკი

ვითარცა რა ვარსკვლავსა მრავალმნათობსა, გიღაღადებთ შენ, ყოვლადქებულო, განანათლენ გულნი ჩუენ მაქებელთა შენთანი, საკვირველმოქმედო, ღირსო ტიმოთე.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1