წმინდა კორნილიოსი და მოწაფე მისი ბასიანე (+1570) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა კორნილიოსი და მოწაფე მისი ბასიანე (+1570) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა კორნილიოსი დაიბადა მდიდარი ფსკოველის ოჯახში. იგი 1523 წელს ფსკოვის მღვიმევის მონასტრის იღუმენი გახდა და ოცდარვა წელი ხელმძღვანელობდა სავანეს. მისი იღუმენობის დროს სავანეში ძმები როგორც სულიერად, ისე რიცხობრივადაც გაიზარდნენ. ყველაზე ნიჭიერებს მეზობელ სავანეში აგზავნიდა ხატწერის შესასწავლად. იღუმენი მონასტრისთვის თვითონაც ხატავდა ხატებს. მისი ცხოვრება მიედინებოდა მკაცრ მარხვაში, მღვიძარებაში, მოუკლებელ ლოცვაში. იგი ასევე მისიონერობდა მეზობელ ლივონიაში, სადაც ბევრი წარმართი მონათლა, ქალაქ ნოიჰაუზენში ეკლესია ააშენა.

რადგანაც მონასტერი საზღვრის პირას მდებარეობდა, წმინდა კორნელიუსმა მტრისაგან თავდასაცავად სავანეს დიდი გალავანი შემოარტყა. მეფე ივანე მრისხანეს მოეჩვენა, რომ გალავნის აშენებით იღუმენი ჯანყისთვის ემზადებოდა და ყოველგვარი გამოძიების გარეშე მოაკვლევინა ღირსი კორნელიუსი და მისი თანაშემწე, მონაზონი ბასიანე მურომცევი. მეფე გვიან მიხვდა შეცდომას. სინანულის ნიშნად მან საზეიმოდ გადაასვენა წმინდანის სხეული მონასტერში და დიდებული საფლავის ქვა დაადო.
..................................

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა კეთილმსახურ თავადს იაროსლავ ბრძენს, ასევე ახალმოწამე მღვდელს ნიკოლოზ როზოვს (1938);

.....................................

ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს პისიდიის ეპისკოპოს კენდეოსს,

..............................................

ელადის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბესარიონს და პლოტინეს. "რომის მარტიროლოგია" მოიხსენიებს მოწამე დიდიმე კვიპრელს.

ბეჭდვა
1კ1