წმინდა მღვდელმთავარი ელეფთერი, ტურნეს ეპისკოპოსი (VI) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მღვდელმთავარი ელეფთერი, ტურნეს ეპისკოპოსი (VI) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ელეფთერი V-VI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ბელგიის ქალაქ ტურნეში. ის იზრდებოდა წმინდა მედერდთან (ხს. 8 იანვარს) ერთად, რომელმაც მას მშობლიური ქალაქის ეპისკოპოსობა უწინასწარმეტყველა.

ტურნე გახდა ფრანკი მეფეების რეზიდენცია. მისი ქრისტიანი განმანათლებელი იყო წმინდა პიატი (დასავლეთის ეკლესია მას 1-ელ ოქტომბერს იხსენიებს). მისი გარდაცვალების შემდეგ მოსახლეობა ძველ წარმართულ ზნეს დაუბრუნდა და გამოჩენილი ქრისტიანული ოჯახები ქალაქიდან გაყარეს. როცა ელეფთერს ოცდაათი წელი შეუსრულდა, წინასწარმეტყველების თანახმად, მას წმინდა რემიგიუსმა ეპისკოპოსად ხელი დაასხა. წმინდა ელეფთერისთვის ადვილი არ იყო ფრანკების წარმართულ ჩვეულებებთან გამკლავება და ქრისტიანულ წიაღში გამრავლებული ერეტიკოსებისგან ჭეშმარიტი რწმენის დაცვა. ფრანკები ისე მტრულად იყვნენ განწყობილნი, რომ თავიდან ქალაქ ტურნეშიც კი არ შეუშვეს. თუმცა მას მერე, რაც მან მკვდრეთით აღადგინა ქალაქის თავის ქალიშვილი, რომელიც წმინდანისადმი ურცხვი დამოკიდებულების გამო დაისაჯა და სასწაულებრივად დატოვა ციხე, სადაც ის ჩაამწყვდიეს, ელეფთერმა ქალაქში შესვლა შეძლო.

496 წლის 26 დეკემბერს მოინათლა მეფე ხლოდვიგი. მეორე დღეს ეპისკოპოსმა ელეფთერმა უამრავი წარმართი მონათლა. შემდგომში წმინდანმა მეფე ხლოდვიგი უშიშრად ამხილა დაფარულ ცოდვებში. ერთწლიანი ლოცვის შემდეგ წმინდა ანგელოზი გამოეცხადა მეფეს და აუწყა, რომ მეფე ხლოდვიგს ეპატია ცოდვები.მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად წმინდანის მოშურნეობამ ერეტიკოსების სიძულვილი გამოიწვია. ერთხელაც ისინი ტაძრის შესასვლელში თავს დაესხნენ წმინდა ელეფთერს და საშინლად სცემეს, წმინდანი ჭრილობებით რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს მოხდა 531 წლის 20 თებერვალს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1