ღირსი კოზმა იახრომელი (+1492) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი კოზმა იახრომელი (+1492) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი კოზმა ერთ-ერთი ვლადიმირელი თავადის მსახური იყო და თავის ბატონს ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს წიგნის კითხვით ანუგეშებდა. ერთხელ, როცა ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდნენ, მდინარე იახრომის პირას შეჩერდნენ. კოზმამ ხეზე დაბრძანებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი იხილა და მოესმა ხმა, რომელმაც უბრძანა, მონაზვნად აღკვეცილიყო და მონასტერი აეშენებინა. მისი ბატონი წმინდა ხატთან მიახლებისას განიკურნა. მან ამ სასწაულის შემდეგ კოზმა გაათავისუფლა და მანაც კიევის მღვიმევის (კიევ-პეჩორის) მონასტერს მიაშურა, სადაც მონაზვნად აღიკვეცა. 1482 წელს მან ღვთის ბრძანებით, აიღო ღვთისმშობლის მიძინების ხატი და კვლავ იახრომისკენ გაემართა, სადაც ვლადიმირის შორიახლო, ერთ უდაბურ ადგილას დასახლდა. მასთან მონაზვნობის მსურველი მომლოცველები მიდიოდნენ, რადგან მასში თვით ქრისტეს ხატებას ხედავდნენ - მასთან დარჩენა სურდათ, წმინდა კოზმა თავს იკავებდა. ერთხელაც მას გამოეცხადა უფლის დედა და უთხრა, რომ ღვთის ნებით, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აქ მონასტერი უნდა აეშენებინა. წმინდა კოზმას გარშემო შეიკრიბა ძმობა, დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენადაც იგი აირჩიეს. წმინდა კოზმა ღრმად მოხუცი, 1492 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა. მას 14 ოქტომბერსაც მოიხსენიებენ, იახრომის ღვთიმშობლის ხატის ხსენების დღეს.

* * *

ამავე დღეს იხსენიება ღირსი ვლადიმერი (ტერენტევი) აღმსარებელი, იღუმენი (1933), ახალმოწამე ანა ჩეტვერნიკოვა (1940); წმინდა მოწამეები, მახვილით მოწყვეტილნი: ვიქტორინა, დოროთეა, თეოდულა და აღრიპა. წმინდა მოწამე პიულია, რომელიც მახვილით მოკლეს ქრისტესთვის

ბეჭდვა
1კ1