წმინდა ფინან (თინან) ლინდისფარნელი (+61) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ფინან (თინან) ლინდისფარნელი (+61) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ფინანი ირლანდიელი იყო და მონაზვნად აღიკვეცა იონაში, წმინდა კოლუმბის მონასტერში. იგი გამოირჩეოდა წმინდა ცხოვრებით და დისციპლინით. ეპისკოპოს აიდანის გარდაცვალების შემდეგ ლინდისფერნის მონასტრის ბერებმა ნორტუმბრის ეპისკოპოსად წმინდა ფინანი გამოირჩიეს.

ათ წელიწადში, რაც ის ნორტუმბრის ეპისკოპოსი იყო, მან მრავალი ეკლესია-მონასტერი დააარსა მეფე ოსვიუს დახმარებით.

მან მონათლა საქსონიის მეფე ჰეპტარხი, აღმოსავლეთ საქსების მეფე ზიგბერტი და მერსიის მეფე პანდუ. მან მქადაგებლები გააგზავნა მათ სამეფოებში, ხელი დაასხა წმინდა სედას უექსექსის ეპისკოპოსად, ხოლო მერსიის ეპისკოპოსად ირლანდიელ მონაზონ დიუმას.

მისი მზრუნველი ხელი სამხრეთ შოტლანდიასაც მისწვდა. გააფართოვა სამშენებლო საქმეები ლინდსფარნიის მონასტერში, კელტური სახის ხის ფართო ეკლესია ააგო, რომელიც ლელქაშებით იყო დაფარული. ამ ტაძარში გადაასვენა ეპისკოპოს აიდანის წმინდა ნაწილები. წმინდა ფინანი გარდაიცვალა 61 წელს და პირველი ეპისკოპოსის გვერდით დაკრძალეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1