ღირსი ავქსივი, სოლონის ეპისკოპოსი (+102) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი ავქსივი, სოლონის ეპისკოპოსი (+102) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდანი რომში მდიდარ ოჯახში დაიბადა და ძმასთან, ტემპესტაგორთან ერთად იზრდებოდა. ნიჭიერმა ყმაწვილმა რომის სკოლაში ადვილად შეისწავლა საერო მეცნიერებები. როცა ქრისტეს შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო. მშობლებმა მისი დაქორწინება მოინდომეს. ავქსივი შინიდან გაიპარა, ჩაჯდა როდოსისკენ მიმავალ გემზე და კვიპროსამდე მიაღწია. ის ქალაქ სოლის სიახლოვეს, დაბა ლიმნიტისში დასახლდა. ღვთის განგებულებით შეხვდა მოციქულსა და მახარებელს წმინდა მარკოზს. წმინდა მარკოზმა ის მოაქცია ქრისტესკენ, აკურთხა ჯერ დიაკვნად, მერე მღვდლად, შემდეგ კი ქალაქ სოლის ეპისკოპოსად, თვითონ კი ალექსანდრიაში წავიდა საქადაგებლად. სოლის მცხოვრებლები კერპთაყვანისცემის სიბნელეში იმყოფებოდნენ. წმინდანი ზევსის ტაძრის მახლობლად დაბინავდა და თავისი ქადაგებითა და ასკეტური წმინდა ცხოვრებით, ზევსის ტაძრის ქურუმი და სხვა ურწმუნო მოაქცია.

წმინდა ბარნაბას მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ წმინდა პავლე მოციქულმა ახალი ეპისკოპოსების დასადგენად კვიპროსზე წმინდა ჰერაკლე (ხსენება 17 სექტემბერს) გააგზავნა. სწორედ მან ურჩია წმინდა ავქსივს, დაუფარავად ექადაგა ქრისტე. ქრისტიანების დევნის დროს, ერთ დღეს, წმინდა ავქსივმა ბაზრის მოედანზე ქრისტეს ქადაგება დაიწყო. თავისი ქადაგებით და მოხდენილი ნიშ-სასწაულებით მრავალი მოაქცია ქრისტესკენ. მათ შორის იყო ავქსინი, რომელიც მასთან დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა. წმინდა ავქსიბიუსის ამბავმა რომამდეც ჩააღწია. რომიდან სოლში წმინდა ავქსივის ძმა, თემისტაგორი და მისი ცოლი ჩამოვიდნენ, რომლებიც მის ხელთაგან მოინათლნენ. თემისტაგორი ერთ-ერთ ტაძარში მსახურებდა. წმინდა ავქსივმა ორმოცდაათწლიანი ეპისკოპოსობის შემდეგ მშვიდად განისვენა 102 წელს (ზოგი წყაროთი - 112 წელს), მანამდე თავის მემკვიდრედ თავისი მოწაფე - ავქსინი დაასახელა. მისი წმინდა საფლავი სასწაულების და კურნებათა მომნიჭებელ ბარაქიან წყაროდ იქცა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1