ღირსი ფლაბიანე განდეგილი (IV) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ღირსი ფლაბიანე განდეგილი (IV) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
ამ წმინდა მოსაგრის წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცით. ცნობილია ის, რომ იგი იმპერატორ ვალენტიანეს (მეფობდა 364-378 წლებში) დროს ცხოვრობდა. ის მთის წვერზე პატარა სენაკში დასახლდა და იქ სამოცი წელი სრულ მდუმარებაში გაატარა. მთელი ძალისხმევა იქითკენ ჰქონდა მიმართული, რომ გონება გულში ჩაეყვანა და უფლის მიერ ჭეშმარიტი ნუგეში მიეღო და განეჭვრიტა ღვთის საიდუმლოებანი. თავის კელიის კედელზე ერთი პატარა ნახვრეტი გააკეთა, რომ კვირაში ერთხელ იქიდან თავისი მწირი საჭმელი მიეწოდებინათ, რომელიც ძირითადად წყალში ჩამბალი ცერცვისაგან შედგებოდა. სამოცი წლის მანძილზე არაფერი შეცვალა თავის ცხოვრების წესში. ღმერთმა მას სასწაულქმედების მადლი მიანიჭა. ლოცვით მან გველი მოაკვდინა, კალიების გუნდი განდევნა, რომლე¬ბიც ნათესებს ემუქრებდნენ განადგურებით, ერთი ახალგაზრდიდან დემონი გააძევა, ვინმე დედაკაცი კიბოსგან განკურნა და ხარისგან გათელილი კაცი მკვდრეთით აღადგინა. მან მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ მშვიდობით განისვენა. მის შესახებ ბიზანტიური სვინაქსარი მოგვითხრობს.

ნახატის წყარო
ბეჭდვა
1კ1