წმინდა მოწამე მაიორ ღაზელი (გაზელი)- 15 (28) თებერვალი
წმინდა მოწამე მაიორ ღაზელი (გაზელი)- 15 (28) თებერვალი
წმინდა მაიორი მავრიტანიის ლეგიონის მეომარი იყო დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მართველობის ხანაში. დაახლოებით 297 წელს, როცა მათი რაზმი ღაზაში იდგა მის შესახებ მოახსენეს იმპერატორის ნაცვალს, რომ ის ქრისტიანი იყო. იგი შეიპყრეს და ნაცვალის სასამართლოს წინაშე წარადგინეს. შვიდი დღის მანძილზე ოცდათექვსმეტი მეომარი ერთმანეთს ცვლიდა და მას შოლტავდა, ისეთი სისატიკით, რომ გარშემო მიწა სისხლისგან გადაწითლებული იყო. თუმცა წმინდა მოწამე მტკიცედ იდგა, როგორც შეჰფერის ქრისტეს ჭეშმარიტ მეომარს შეუდრეკელად აღიარებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. ამ წამების დროს წმინდა მაიორი გარდაიცვალა და გადაინაცვლა ყოვლისშემძლე ღმერთის არმიაში.
წმინდა მაიორს ბერძნული სვინაქსარი მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1