ხსენება 12-თა ბერძენთა, კიევ-მღვიმევის ლავრის მიძინების საკათედრო ტაძრის მაშენებელთა (XI-XII) - 14 (27) თებერვალი
ხსენება 12-თა ბერძენთა, კიევ-მღვიმევის ლავრის მიძინების საკათედრო ტაძრის მაშენებელთა (XI-XII) - 14 (27) თებერვალი
ზეციურმა დედოფალმა ისურვა მიძინების ტაძრის აგება კიევის მღვიმევის მონასტერში და კონსტანტინოპოლიდან ოთხი ცნობილი ხუროთმოძღვარი მოიხმო. მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი შვიდი წამებულის წმინდა ნაწილებით (რომლებიც ტაძრის საძირკველში უნდა ჩაედოთ) და კიევისაკენ გზა დაულოცა.

მიძინების ხატი კიევში 1073 წელს ჩამოაბრძანეს. ჩამოტანისთანავე ხუროთმოძღვრებმა სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ხატი გადასცეს წმინდანებს, ღირს ანტონის და თეოდოსის. ხუროთმოძღვრებმა წმინდა მამებს უამბეს როგორ მიიწვიეს ისინი ვლაქერნის ეკლესიაში, სადაც იხილეს ღვთისმშობელი მრავალი ზეციური მეომრით გარშემორტყმული, როგორ მიაგეს მას თაყვანი.

ღვთისმშობელმა ხუროთმოძღვრებს უთხრა: - მინდა ჩემთვის ავაგო კიევში ეკლესია. კურთხევას გაძლევთ, სამი წლის სამყოფი ოქრო წაიღოთ ტაძრის ასაშენებლად.

– დედოფალო, - მივუგეთ ჩვენ, - შენ გვაკურთხებ, წავიდეთ სხვის შორეულ ქვეყანაში, სადაც არასდროს ვყოფილვართ, ვისთან უნდა მივიდეთ?

– მე თქვენთან ერთად ვგზავნი ანტონის და თეოდოსის. თქვენ იქ ნახავთ ამ მამებს. სამი წლის სამყოფ ოქროს გატანთ. უთხარით ამ მორჩილებს, რომ მათ მოგიტანონ სარჩო და რაც საჭიროა. მამა ანტონი დაგლოცავთ, დალოცავს თქვენს საქმეებს, თავად კი სამარადისო განსასვენებელს დაიმკვდრებს. მამა თეოდოსი მას მიჰყვება მეორე წელს. მშვიდად გაუდექით გზას. არავის ძალუძს დაგაჯილდოვოთ ისე, როგორც მე. მოგცემთ იმას, რაც თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია, გულს არ უგრძვნია. თავად მოვალ ეკლესიაში და იქ დავმკვიდრდები.

გამოვიდნენ თუ არა ხუროთმოძღვრები ეკლესიიდან, დაინახეს ცაში არნახული სილამაზის ეკლესია, რომლის მსგავსი მათ უნდა აეშენებინათ ღვთისმშობლის პატივსაცემად. როცა ეკლესიაში დავბრუნდით, ვკითხეთ: - ქალბატონო, ვის სახელზე გსურთ ააშენოთ ტაძარი? მან გვიპასუხა,- მსურს უწოდოთ ჩემი, ღვთისმშობლის სახელიო და გადმოგვცა ეს წმინდა, მიძინების ხატი.

ღირსმა ანტონიმ ხუროთმოძღვართა ნაამბობი რომ მოისმინა, უპასუხა: - შვილნო ჩემნო, ქრისტემ ღირსი გაგხადათ უდიდესი წყალობისა და მადლისა. თქვენ ვლაქერნაში თავად უწმინდესი ღვთისმშობელი იხილეთ, ანგელოზებით გარსშემორტყმული. როგორ გაჩვენათ ჩვენი სახეები, ეს მარტო ღმერთმა იცის. დალოცვილი იყოს თქვენი ჩამოსვლა.

ხუროთმოძღვრებმა ღვთისმშობლის ნება შეასრულეს და ააგეს მღვიმევის უდიდესი ეკლესია, რომელსაც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უწოდეს.

დედა ღვთისას მიერ გამოტანებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი დაბრძანებული იყო ტრაპეზის მთავარი შესასვლელის თავზე. ხუროთმოძღვრები ბერად აღიკვეცნენ მღვიმევის მონსტერში. მათი უხრწნელი, წმინდა სხეულები ლავრის მღვიმეებშია დაბრძანებული.

ნახატის წყარო

ბეჭდვა
1კ1