წმინდა ისააკ დაყუდებული - 14 (27) თებერვალი
წმინდა ისააკ დაყუდებული - 14 (27) თებერვალი
წმინდა ისააკი XI საუკუნეში ცხოვრობდა ვალდაის მხარეში, ქალაქ ტოროპეცში და მდიდარი ვაჭარი გახლდათ. მან როცა წმინდა ანტონის სათნოებების შესახებ შეიტყოდა, თვითონაც მოისურვა თავისი ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნა. მან მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა და კიევის მღვიმევის ლავრაში ჩავიდა, სადაც წმინდა ანტონმა ის მონაზვნად აღკვეცა. ასკეტური ღვაწლის შურით აღძრულს უფრო მკაცრად ცხოვრება სურდა, ვიდრე სხვა ძმები ცხოვორბდნენ და მდინარე დნეპრის ერთ ციცაბო ნაპირზე მღვიმეში დასახლდა. მან შესასვლელი ამოქოლა და მხოლოდ ერთი ღიობი დატოვა, სადაც ხელს ძლივს შეჰყოფდი. ასე იცხოვრა მან იქ შვიდი წელი. დღედაღამ ფეხზე მდგარი ლოცულობდა და ორ დღეში ერთი სეფისკვერით იკვებებოდა, რომელიც მისთვის წმინდა ანტონის მიჰქონდა და ღიობიდან აწვდიდა.

თუმცა ვიდრე მოსაგრე ცხოვრებაში განმტკიცდებოდა ეშმაკების მსხვერპლი გახდა. ერთხელ მის წინაშე ორი მშვენიერი ჭაბუკი წარსდგა და უთხრეს: "ისააკ, ჩვენ ანგელოზებ ვართ. აი მოდის ქრისტე, მოიყარე მუხლი მის წინაშე!" საცოდავმა ისააკმა მათ დაუჯერა, ისე, რომ ჯვრის ნიში არ გამოუსახია-მაშინათვე ეშმაკებმა ყვირილი მორთეს: "ისააკ ახალ ჩვენი ხარ!" ეცნენ და მიწაზე ცოცხალ-მკვდარი დაადგეს. მეორე დღეს ძმებმა ასე საცოდავ მდგომარეობაში ნახეს და ორწელნახევარი დასჭირდა, რომ ცოტათი გონს მოსულიყო. ახალ კი მიხვდა კინოვიური ცხოვრების უპირატესობაში, რომელიც მონაზვნებს დაემისაგან იფარავს, ძმებთან ერთად დასახლდა და ყველაზე მძიმე სამუშაო იტვირთა. თანდათან მისი სათნოებები საყოველთაო აღფრთოვანების საგანი გახდა. მაშინ ისააკმა ახალი განსაცდელის - სიამაყის საფრთხე იგრძნო. მაგრამ ახლა ბრძნულად შეეწინააღმდეგა, თავი უგუნურად მოაჩვენა და ადამიანთა დიდება უარყო. სიცივეში, ყინვაში თითქმის შიშველი დადიოდა და ათასგვარ დაცინვა-შეურაცხყოფას დაითმენდა.

წმინდანმა ისეთ ხელმწიფებას მიაღწია თავის ვნებებზე, რომ ღმერთმა უვნებელობის მადლი მისცა. მაშინ ის თავის მღვიმეში დაბრუნდა და უფრო მძიმე ღვაწლს მისცა თავი. რაღაც დროის მერე, როცა ფიზიკურმა ძალებმა დასტოვეს იგი და ხორცის წიააღმდეგ უსასტიკესი ბრძოლის გამო განდეგილი დაავადდა და იგი იძულებული გახდა მონასტერში დაბრუნებულიყო. აქ რვა დღის შემდეგ მან სული თვისი ჩააბარა უფალს (1090 წ). წმინდა ისააკი თავისსავე მღვიმეში დაკრძალეს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1