ღირსი კასტორ კარდენელი (IV) - 13 (26) თებერვალი
ღირსი კასტორ კარდენელი (IV) - 13 (26) თებერვალი
იგი წარმოშობით აკვიტანიიდან იყო. მისი მასწავლებელი გახლდათ ტრირის ეპისკოპოსი მაქსიმე. ღირს კასტორს მანვე დაასხა ხელი მღვდლად. შემდეგ ის მდინარე მოზელის ნაპირას ერთ ადგილას განმარტოვდა, რომელსაც კარდენს ეძახდნენ, სადაც მარხვასა და მოუკლებელ ლოცვაში გაატარა ცხოვრების დღენი. იგი მეოთხე საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა და მისსავე აშენებულ ეკლესიაში დაკრძალეს. 837 წლის 12 ნოემბერს მისი წმინდა ნაწილები ქალაქ კობლენცში გადაასვენეს და დღეს ის ამ ქალაქის მფარველად ითვლება.

სურათზე: კობლენცი. წმინდა კასტორის ბაზილიკა და წყარო

ბეჭდვა
1კ1