წმინდა ტიმოთე I ალექსანდრიელი (IV) - 13 (26) თებერვალი
წმინდა ტიმოთე I ალექსანდრიელი (IV) - 13 (26) თებერვალი
წმინდა ტიმოთე გახლდათ წმინდა ათანასე დიდის მოწაფე და ძმა პეტრე ალექსანდრიელისა, რომლის მერეც ის აირჩიეს ალექსანდრიის კათედრაზე 380 წელს. მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. იგი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაში. იგი გახლდათ წმინდა სამების ერთარსების მქადაგებელი და დამცველი სულიწმიდაზე მართლმადიდებლური სწავლებისა. წმინდა ტიმოთე აქტიურად და წარმატებით ებრძოდა არიოზელობას. იგი გამოირჩეოდა ქველმოქმედებით. მან ალექსანდრიაში უამრავი ტაძარი ააშენა და საკმაოდ ბევრი არიოზელი მოაქცია მართლმადიდებლობაზე.

მისი განსწავლულობის გამო სხვადასხვა ეპისკოპოსი მათთვის გაუგებარი საკითხების განმარტებას სთხოვდნენ. "წმინდა ტიმოთემ დაწერა 18 სიტყვა-მიგება წმინდა ზიარების და მორალის საკითხებზე, რომელთაგან 15 შეტანილია ძირითად კანონიკურ კოდექსში - ნომოკანონში. მათი XI ს. ქართული თარგმანი დაცულია "დიდ სჯულის კანონში" (გვ. 524-526). ცნობილია მისი ეპისტოლე დიოდორე ტარსელის მიმართ (გამოც. ბერძნ. ტექსტი). ტიმოთე ალექსანდრიელს დაუწერია ათანასე დიდის "ცხოვრება და ორი ქადაგება ღვთისმშობელზე" (ე. გაბიძაშვილი). როგორც გვაუწყებს საეკლესიო ისტორიკოსი სოზომენი, მასვე აღუწერია სახელგანთქმულ ეგვიპტელ მონაზონთა ცხოვრება.

ბეჭდვა
1კ1