ღირსი კედმონ უიტბელი (+680) - 11 (24) თებერვალი
ღირსი კედმონ უიტბელი (+680) - 11 (24) თებერვალი
ღირსი კედმონი უიტბის მონასტრის სიახლოვეს საქონელს მწყემსავდა. ღირსი ბედას მონათხრობის მიხედვით, თავისი პოეტური ნიჭი მან სასწაულებრივად შეიძინა: მოწიფულობამდე ერში ცხოვრობდა და ერთი სიმღერაც კი არ იცოდა. ქეიფის დროს, როცა მისი მეგობრები არფაზე რიგრიგობით უკრავდნენ და მისი რიგი მოაწევდა, ის შეწუხებული მიატოვებდა ხოლმე მეინახეებს. ერთ-ერთი ამგვარი შემთხვევის შემდეგ ის გომურში წავიდა ძროხების სადარაჯოდ, რადგანაც მისი მორიგეობა იყო. მალე ნელ-ნელა მოდუნდა და ჩაეძინა. ძილში მასთან ვიღაც მივიდა, სახელით მიესალმა და უთხრა:

- კედმონ, მიმღერე რამე.

- სიმღერა არ ვიცი, ამიტომაც მივატოვე სუფრა და აქ წამოვედი, - უპასუხა მან.

- სულ ერთია, მაინც მიმღერე, - უთხრა უცნობმა.

- რაზე გიმღერო? - ჰკითხა კედმონმა.

- შესაქმის დასაწყისზე, - უთხრა მან.

კედმონმა შემოქმედი ღმერთის შესხმა დაიწყო ისეთი საგალობელის სიტყვებით, რომელიც მანამდე არ მოესმინა. როცა გამოეღვიძა, ყველაფერი ახსოვდა, რასაც ძილში გალობდა და იქვე იმავე მანერით სხვა საგალობლების გალობა დაიწყო.

როცა ამ სასწაულის შესახებ შეიტყო მონასტრის იღუმენიამ, ჰილდა უიტბელმა ის მონაზვნად აღკვეცა. კედმონმა დარჩენილი ცხოვრება უიტბის მონასტერში გაატარა და საგალობლებს ქმნიდა. კედმონმა წინასწარ იგრძნო თავისი გარდაცვალების მოახლოება, ეზიარა, დაემშვიდობა ძმებს და თუმცა სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ამის მერე მშვიდად გარდაიცვალა. უიტბის მონასტერში არსე-ბული მისი საფლავი უიტბის სააბატოში მომლოცველობის ობიექტად იქცა.

მისი "შესაქმის ჰიმნი" ანგლოსაქსური ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი პოეტური ძეგლია.
..................................

წმინდა კედმონის ბარილიეფის წყარო


ბეჭდვა
1კ1