წმინდა კეთილმსახური თავადი ვსევოლოდ ფსკოველი, ნათლისღებით გაბრიელი (+1138) - 11 (24) თებერვალი
წმინდა კეთილმსახური თავადი ვსევოლოდ ფსკოველი, ნათლისღებით გაბრიელი (+1138) - 11 (24) თებერვალი
წმინდა ვსევოლოდი, ნათლისღებით გაბრიელი 1100 წელს დაიბადა. იგი ძე გახლდათ დიდი თავადის ვლადიმერ მონომახისა. თექვსმეტი წლის ვსევოლოდი უკვე ნოვგოროდის მიწებს მართავდა და აძლიერებდა ამ მხარეს ქრისტიანულ რწმენაში. იგი გამოირჩეოდა კეთილი ზნით და კეთილი საქმეებით: იყო ღვთისმოშიში, მართალი, მშვიდი, მდაბალი, და ყველა გულწრფელად უყვარდა. თავადი ვსევოლოდი დიდ და ლამაზ ტაძრებს აგებდა, უყვარდა საე-კლესიო და სამონაზვნო პირები, უხვად გასცემდა მათთვის მოწყალებას, და პატივს მიაგებდა, როგორც ქრისტეს ძმებს. იგი იყო ქვრივთა და ობოლთა მფარველი და გლახაკთა გამომზრდელი.

ის ინტრიგის მსხვერპლი შეიქნა და ფსკოვში ოჯახთან ერთად შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ასე იყო ვიდრე ნოვგოროდის სათავეში მისი მემკვიდრე არ მოვიდა. ფსკოველებს ძალზე შეუყვარდათ თავმდაბალი ადამიანი და მათი სათავადოს მეთაურობა შესთავაზეს. ვსევოლოდი ახალ მიწებს სულ ერთი წელი მართავდა და 1138 წლის 11 თებერვალს ორმოცი წლისა გარდაიცვალა. 52 წლის შემდეგ წმინდა კეთილმსახური თავადის ვსევოლოდ-გაბრიელის სხეული უხრწნელი მოიპოვეს. 1192 წელს ის ერთ ღვთისმოსავ ადამიანს გამოეცხადა და უთხრა: "გამოუცხადე ხელისუფლებას, რომ ჩემი სხეული წმინდა სამების ტაძარში გადაიტანონ, მინდა რომ იქ განვისვენებდე. უფალმა იესო ქრისტემ დასაცავად ქალაქი ფსკოვი ჩამაბარა". როცა წმინდანის სხეული სამების ტაძარში გადაასვენეს, მისი საფლავიდან უამრავი სასწაული მოხდა და უამრავი ადამიანი განიკურნა, ვინც მას რწმენით შეუვრდა.

ბეჭდვა
1კ1