ღირსი ლონგინოზ კორიაჟემსკელი (+1540) - 10 (23 ) თებერვალი
ღირსი ლონგინოზ კორიაჟემსკელი (+1540) - 10 (23 ) თებერვალი
წმინდა ლონგინოზი ასკეტი მამა იყო, ვოლოგდის ეპარქიის წმინდა პავლეს სახელობის სავანეში მოსაგრეობდა.

1535 წელს მონაზონ სვიმეონთან ერთად კომელსკის მონასტრის სიახლოვეს დაეყუდა, იქიდან კი - კორიაჟემსკს გადავიდნენ, სადაც წმინდა ლონგინოზმა ჯერ წმინდა ჯვარი არმართა, შემდეგ კი - იმ ადგილას მონასტერი დააფუძნა.

მარტომყოფობის დიდი სურვილის მიუხედავად, წმინდა მამას უამრავი ღვთისმოყვარე სული დაემოწაფა, თავის მიერ დაარსებულ მონასტერში 5 წლის მანძილზე, ვიდრე აღსასრულამდე, იღვაწა, 1540 წელს კი - ღვთივ განისვენა.

წმინდა ლონგინოზი სავანეს გარდაცვალების შემდგომაც დიდად შეეწეოდა და უამრავ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ ერთ გლეხს გამოეცხადა, რომელიც დაჭრილიყო და ამის გამო ღმერთს ჰყვედრიდა. ღირსმა მამამ ბილწსიტყვაობისთვის უსაყვედურა და მონასტერში წასვლა უბრძანა, სადაც გლეხი განიკურნა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1