ანასტასი მეორე, იერუსალიმელი პატრიარქი (+705 - 706 წლები) - 10 (23 ) თებერვალი
ანასტასი მეორე, იერუსალიმელი პატრიარქი (+705 - 706 წლები) - 10 (23 ) თებერვალი
ამ წმინდა მამის ხელმოწერას ვხვდებით ე.წ. "ტრულის კრების" (691-692 წლები) გადაწყვეტილებათა ზოგიერთ ნუსხაში: "ანასტასი იერუსალიმელი".

როგორც ჩანს, წმინდა ანასტასი მეექვსე საეკლესიო კრების (680 წელს) შემდგომ აღსაყდრდა.

მკვლევართა ნაწილი ამ ხელმოწერის ნამდვილობასა და თავად ამ წმინდანის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს, ზოგიერთ ძველბერძნული სვინაქსარი კი 10 თებერვალს "ანასტასი კონსტანტინოპოლელ პატრიარქს" იხსენიებს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1