ღირსი გენადი და ნიკიფორე ვაჟეოზერელნი (XVI) - 09 (22) თებერვალი
ღირსი გენადი და ნიკიფორე ვაჟეოზერელნი (XVI) - 09 (22) თებერვალი
წმინდა გენადი XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების პატრონმა ამა ქვეყნის ამაოება მიატოვა და წმინდა ალექსანდრე სვირელს (ხსენება 30 აგვისტოს) დაემოწაფა.

მრავალწლიანი მორჩილების შემდგომ მოძღვარმა განმარტოებული ცხოვრების ნება დართო და დარჩენილი წლები ვოლოგდის მახლობლად, ვაჟეოზერის ერთ-ერთ ქვაბულში გაატარა.

ღირსი მამა 1516 წელს მიიცვალა.

წმინდა ნიკიფორე იმ მონასტერში გაბრწყინდა, რომელიც ღირსმა ალექსანდრე სვირელმა დააფუძნა, ხუცესის რჩევით, იგი კირილე ნოვოეზერელს ხსენება 4 თებერვალს) შეხვდა და ოთხი დღის მანძილზე ტკბებოდა მასთან ურთიერთობით, შემდეგ კი, მისივე კურთხევით, კიევს გაემართა.

უკან მობრუნებული მოძღვარმა ღირსი გენადის სენაკში დააფუძნა, იმ მხარეში მონასტერი დააარსა, სადაც მრავალრიცხოვანი საძმო შემოიკრიბა.

წმინდა ნიკიფორე ამ სავანეში 1556 წლის 9 თებერვალს აღესრულა.

ეს ორი მამა იმათ შეეწევათ, ვისაც ხშირად ტანჯავთ თავის ტკივილი.


ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1