ღირსი რომანი, კილიკიელი, საკვირველთმოქმედი - 09 (22) თებერვალი
ღირსი რომანი, კილიკიელი, საკვირველთმოქმედი - 09 (22) თებერვალი
ეს წმინდა კაცი კილიკიის როსადან იყო, ანტიოქიის შორიახლოს მდებარე მთაზე მოსაგრეობდა, - ერთი ვიწრო, მიტოვებული სენაკი ეპოვა და იქ განმარტოებულ ღვაწლს მისცემოდა.

ერთადერთი კაბა ებადა, ტანზე კი მძიმე ჯაჭვი აესხა, ცეცხლს არასოდეს ანთებდა და პურისა და მარილის გარდა არაფერს იხმევდა.

ასე იცხოვრა მხცოვანებამდე.

სიმკაცრესთან შერთულმა უდიდესმა უბრალოებამ ამ მოღვაწეს ღვთის დიდი მადლი მოახვეჭინა, რომელსაც ყოველ კაცზე ანაწილებდა, ვინაც მის სენაკს მიადგებოდა, მისი სიყვა-რულით დაპურებულთ იქაურობის დატევება რომ აღარ სურდათ...

ლოცვით მრავალი განკურნა, განსაკუთრებით - უშვილო ქალებს და ამხელა მადლის პატრონი საკუთარ თავს ღატაკ მაწანწალად იხსენიებდა.

მისი მადლიანი ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1