წმინდა ავიტე, ეპისკოპოსი ვიენისა - 05 (18) თებერვალი
წმინდა ავიტე, ეპისკოპოსი ვიენისა - 05 (18) თებერვალი
წმინდა ავიტე ვიენაში (ამჟამად საფრანგეთის რეგიონი დოფინე), V საუკუნის შუა წლებში სენატორის ოჯახში იშვა, რომელმაც ეკლესიას მრავალი წმინდანი მისცა.

ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გადაწყვიტა, სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნა და მახლობელ მონასტერში განმარტოვდა, მაგრამ 490 წელს, მამის, ისიხის გარდაცვალების შემდგომ, ვიენის ეპისკოპოსმა თავის სულიერ მემკვიდრედ დაასახელა.

კეთილშობილი, მორჩილი და მშვიდობისმყოფელი ავიტე დიდი სიყვარულით და მთელი ძალისხმევითცდილობდა ეკლესიის ერთობის შენარჩუნებას, - ძმათა შორის უთანხმოებას ძალზე ფაქიზად აღადგენდა, გზააბნეულთ - ანუგეშებად და შეეწეოდა, მალე კი მისი სახელი სრულიად საქრისტიანომ შეიტყო.

ავიტეს შესახებ შეიტყო ბურგუნდიის ხელმწიფემ, გუნდობადმა და ფრანკთა მბრძანებელმა, ხლოდვიგმა, ნათლისღება ძალზე გულთბილად რომ მიულოცა.

Aავიტემ ვერ შეძლო არიანელი გუნდობადის მოქცევა, მაგრამ მისი უფროსი ძე, სიგიზმუნდი გაქრისტიანდა და ნეტარ მამას ფრიად შეეწია არიანელობის აღმოძირკვაში.

წმინდა ავიტე სხვა ერესებსაც ასეთივე თავგამოდებით ებრძოდა და საიმდროოდ გალიის ეკლესიის ნამდვილ მნათობად იქცა.

ნეტარმა მამამ დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, - საღვთისმეტყველო თხზულებანი ქადაგებანი და ლექსები.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები ღვთისგან მისთვის მინდობილ ეპარქიას უძღვნა და გულმოდგინედ შეეცადა მრევლში ფეხმოკიდებული ბარბაროსული ჩვეულებების სახარებისეული სულით ჩანაცვლებას.

წმინდა ავიტე 523 ან 525 წელს, 74 წლისა მიიცვალა.
.................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1