წმინდა ლავრენტი, კენტუარიის (კენტერბერიის) მთავარეპისკოპოსი - 03 (16) თებერვალი
წმინდა ლავრენტი, კენტუარიის (კენტერბერიის) მთავარეპისკოპოსი - 03 (16) თებერვალი
წმინდა ლავრენტის ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ, ძალზე მცირე რამ ვიცით: - იგი გახლდათ ეგრეთ წოდებული გრიგორიანული მისიის ერთ - ერთი წევრთაგანი, 595 წელს რომის პაპმა, გრიგოლ პირველმა ანგლოსაქსთა გასაქრისტიანებლად რომს რომ მიავლინა.

597 წელს ხსენებული მისია, რომლის თავკაციც მისი წინამორბედი, ავგუსტინე კენტერბერიელი იყო, კუნძულ ტანეტს, მოგვიანებით კი - კენტს მიუახლოვდა.

წმინდა ლავრენტის ცხოვრების შესახებ, ზემოთ ნახსენებ მისაიმდე, ფაქტიურად, არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მონაზონი იყო და რომში ცხოვრობდა.

იმჟამინდელი მემატიანე, ბედა ამოწმებს, რომ ლავრენტი რომს 601 წელს მისმა წინამორბედმა, ავგუსტინე კენტერბერიელმა წარგზავნა, რათა პაპ გრიგოლ პირველისთვის მისიის წარმატებათა და კენტერბერიის ეკლესიის თაობაზე ჩაეტანა ამბავი.

ნეტარმა ლავრენტიმ რომიდან თან წამოიღო პაპ გრიგოლ პირველის ისტორიული უსტარი, მემატიანე ბადა თავის "ინგლისის ეკლესიის სტორიაში" რომ ახსენებს.

იგი იხსენიება პაპის წერილში დედოფალ ბერტასადმი, ისიც ცნობილია, რომ 601 წლის ზაფხულში, სხვა მისიონერ მამებთან და წმინდა ლავრენტისთან ერთად კენტში ჩამობრძანდა მელეტიც, კენტერბერიის მომავალი, მესამე ეპისკოპოსი.

ხელდასხმა

604 წელს, ავგუსტინეს გარდაცვალების შემდგომ წმინდა ლავრენტი კენტერბერიის მეორე ეპისკოპოსი გახდა და ამ წმინდა მისიას გარდაცვალებამდე, - 619 წლის 2 თებერვლამდე, როგორც სჩვეოდა, დიდი მოშურნეობით აღასრულებდა.

ავგუსტინემ, იგრძნო რა მოახლოებული აღსასრული, წმინდა ლავრენტის გარდაცვალებამდე დაასხა ხელი მღვდელმთავრად.

613 წელს წმინდა მამამ აკურთხა კენტერბერიაში მისი წინამორბედის, ავგუსტინეს ძალისხმევით აგებული მონასტრის მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. მოგვიანებით ხსენებული ტაძარი ავგუსტინეს სახელობის სააბატოდ გადაკეთდა.

* * *

616 წელს მეფე ეტელბერტი მიიცვალა, მისი მემკვიდრე, ედბალდი კი მაშინვე განუდგა ქრისტიანობას და კვლავ გაწარმართდა, ქრისტიან მისიონერებს კი ისღა დარჩენოდათ, გაქცევით ეშველათ თავისთვის. მათ შორის იყვნენ ლონდონის და როჩესტერის მთავარეპისკოპოსები, მელეტი და იუსტი.

წმინდა ლავრენტის, მათგან განსხვავებით, ბრიტანეთი არ მიუტოვებია და მოკლე ხანში, ღვთის შეწევნით, გზააბნეული მეფის კვლავ გაქრისტიანებას მიაღწია - როგორც ზემოთ არაერთგზის ნახსენები მემატიანე, ბედა იუწყება, ამ მიწიდან წასვლა წმინდა მელეტისაც სურდა, მაგრამ ძილად თვით მოციქული პეტრე გამოეცხადა და დასაჯა.

დილით, გამოღვიძებულ ლავრენტის სხეულზე მართლაც აჩნდა სილურჯეები, რაც მაშინვე აჩვენა გაწარმართებულ ხელმწიფე ედბალდს და ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში დაარწმუნა.


* * *

წმინდა მამა, როგორც ზემოთ ვთქვით, 619 წლის 2 თებერვალს მიიცვალა და კენტერბერიის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაიკრძალა, რამდენიმე წლის წინ მის ხელთაგან რომ იკურთხა.

ტაძარი შემდგომ წმინდა ავგუსტინეს სააბატოდ გადაკეთდა, სადაც მოგვიანებით, 1090 წელს, ნეტარი ლავრენტის წმინდა ნაწილები გადააბრძანეს.

წმინდა ეკლესიამ მის ხსენების დღედ 3 თებერვალი, წმინდა ნაწილთა წმინდა ავგუსტინეს სახელობის ტაძარში გადაბრძანების პატივად კი - 13 სექტემბერი დააწესა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1