ღირსი საბა იოანინელი (1505 წელი) - 03 (16) თებერვალი
ღირსი საბა იოანინელი (1505 წელი) - 03 (16) თებერვალი
ეს ღვთისკაცი XV საუკუნეში ცხოვრობდა, შეძლებული და წარჩინებული ოჯახის შვილი გახლდათ, მაგრამ ჭაბუკობიდანვე აირჩია ნებაყოფლობითი უპოვარება.

ღირსმა მამამ მთელი მიწიერი გზა იოანინის ტბის კუნძულზე მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის სიახლოვეს, განდეგილობაში გაატარა, მუდამ ძველმანებში გამოხვეულს არასოდეს შეუმოსავს ახალი კაბა, არც ახალი ფეხსაცმელი ჰქონია ოდესმე, - როგორც კი უპოვარს ან სნეულს გადაეყრებოდა, რაც გააჩნდა, მაშინვე ყველაფერს აძლევდა.

ნეტარი საბა გახლდათ მოძღვარი წმინდა ნექტარიოსისა და თეოფანესი, მეტეორაზე ღირსი ვარლაამის მონასტრის დამფუძნებლებისა (ხსენება 17 მაისს), რომელნიც ამოწმებდნენ, რომ წმინდა საბა არასოდეს განრისხებია მოყვასს და არც არავინ განუკითხავს.

მთელი მისი სწავლება რამდენიმე სიტყვაში ეტეოდა: - მორჩილება ის ლოდია, რომელსაც სულიერი ცხოვრება ეფუძნება!

ყოველ საღამოს, მზის ჩასვლის შემდგომ, ვიდრე დილის შვიდ საათამდე, კვლავ ლოცვად დგებოდა, საზრდელს დღეში ერთხელ იხმევდა, ისიც - საღამოს, ცხრა საათის შემდგომ და თავის უკიდურესად მწირ საკვებს თის წვეთსაც ზეარასოდეს ამატებდა.

როდესაც ამქვეყნიდან განსვლის ჟამი დაუდგა, ნეტარმა სამბა წმინდა ზიარება ითხოვა, მოწაფეს კი წირვის აღვლენა სთხოვა.

მომდევნო დღეს საწოლში სამონაზვნე კაბით მოსილი იპოვეს, გულზე ხელნი დაეკრიბა, სახეზე კი არაამქვეყნიური სიმშვიდე აღბეჭვდოდა, სენაკი კი უჩვეულო კეთილსურნელებას აღევსო იმის დასტურად, რომ მისი სული ნეტართა სამყოფელს შერთვოდა.

მისი წმინდა ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამეთა პავლესი და სიმონისა

* * *

ამავე დღეს არის ხსენება ხსენება ღირსისა კლავდიოსისა

ბეჭდვა
1კ1