წმინდა მთავარეპისკოპოსი იაკობ სერბი - 03 (16) თებერვალი
წმინდა მთავარეპისკოპოსი იაკობ სერბი - 03 (16) თებერვალი
წმინდა იაკობს მღვდელმთავრად ხელი 1286 წელს დაასხეს, იმ დროს, როდესაც სერბეთი ბალკანეთის უძლიერესი სახელმწიფო იყო.

სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად დაარსდა სტუდენიცას დიდი მონასტერი და მრავალი ტაძარი.

წმინდა იაკობი ხშირად მოგზაურობდა, უხვად გასცემდა მოწყალებას და სამწყსოს სულიერად განანათლებდა.

1290 წელს ბულგარელმა ავაზაკებმა ჟიჩის სავანე გაძარცვეს, მისი მონაზვნები კი - დაატყვევეს. მეუფე იაკობი ფარულად გაემგზავრა კალევოში და მონაზონთა გათავისუფლებას მიაღწია, თან თავისი წინამორბედის, წმინდა ევსტათეს (ხსენება 4 იანვარს) წმინდა ნაწილები წამოაბრძანა.

წმინდა იაკობმა 1292 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს, მისი წმინდა ნაწილნი პეჩის სახელგანთქმული სავანის წიაღში განისვენებენ. მის შემდგომ სერბეთის ეკლესიის სულიერი წინამძღოლი წმინდა ევსტათე მეორე გახდა.

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამეთა: იოანე ტამილოვისა, ტიმოთე იზოტოვისა, ადრიანე ტროიცკისა, ბასილი ზალესკისა, პრესვიტერთა: ღირსმოწამე ვლადიმერისა (ზაგრები), მოწამე მიქაელისა (აგაევი) (1938 წელი)

ბეჭდვა
1კ1