მცირე მოგონება წმინდა გაბრიელზე
მცირე მოგონება წმინდა გაბრიელზე
ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მედავითნე ლია (იზა) კერესელიძე იგონებს:

"ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი (ურგებაძე) ხშირად მობრძანდებოდა ხოლმე თბილისში, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარში, ქადაგებდა, ამხელდა ადამიანთა მანკიერებებს და მრევლს რწმენაში განმტკიცებისკენ მოუწოდებდა.

როდესაც ღირსი მამა გაბრიელი ქვაშვეთში, სამთავროში ან სხვაგან შემხვდებოდა, ყოველთვის მოკრძალებით მივდიოდი მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად. იგი ორივე ხელს მადებდა თავზე და სიყვარულით მლოცავდა.

ერთხელ ღირსმა გაბრიელმა დამლოცა და მითხრა - შენ ღვაწლმოსილი ქალი ხარ და მოდი ერთად ვიგალობოთო. მე ძალიან მერიდებოდა, მაგრამ წმინდა გაბრიელმა მიმიყვანა ბეთანიის ღვთისმშობლის ხატთან და ქვაშვეთის ტაძარში ერთად ვიგალობეთ "ღირს არს ჭეშმარიტად".

ეს წუთები დაუვიწყარ მოგონებად შემომრჩა და ახლა, როცა ღირსი მამა გაბრიელი ზეციური მეოხია ჩვენი ქვეყნისა და სრულიად საქრისტიანოსი, მწამს, მისი ლოცვა-კურთხევა მარადჟამს შემეწევა ორთავ სოფელსა შინა.

ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელს ეწეოდეს მისი მადლი!"

ბეჭდვა
1კ1