ღირსი ლეონტი აქაიელი (+1452) - 11 (24) დეკემბერი
ღირსი ლეონტი აქაიელი (+1452) - 11 (24) დეკემბერი
წმინდა ლეონტი 1377 წელს დაიბადა ქალაქ მონემბასში პელოპონესის ნაცვალის ღვთისმოსავ ოჯახში. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ჰყავდა ცოლი და სამი შვილი. თუმცა მის გულს მონაზვნობა ენატრებოდა. რამდენიმე წლის თანაცხოვრების შემდეგ წმინდა ლეონტიმ დაარწმუნა მეუღლე - დაშორებოდნენ ერთმანეთს და ერთ პატარა სავანეში დასახლდა, რომელსაც ბერდიდი მინი ხელმძღვანელობდა. შემდეგ უფრო დიდი ღვაწლისთვის ათონის წმინდა მთაზე წავიდა. მოგვიანებით ადამიანთა ქებას გაქცეული პელოპონესში დაბრუნდა და კლოკოსის მთის კლდოვან მწვერვალზე დასახლდა. მალე მას მიმდევრები გაუჩნდნენ. კონსტანტინე IX პალეოლოგოსის ორმა ძმამ მის მღვიმესთან ახლოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი ააგო და წმინდანის მოწაფეებისათვის მონასტერი დააარსეს.

ღირსმა ლეონტიმ მრავალი ადამიანი დააყენა სათნოებათა გზაზე და ბოლოს, 75 წლისა მშვიდობით წარდგა უფლის წინაშე, დაახლოებით 1452 წელს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ღირს მამას უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ და ზეციურ სავანეში მოიხმეს.

წმინდა ლეონტის საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1