8 დეკემბერს წმინდა პატაპის ხსენებაა - წმინდა მამის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული
8 დეკემბერს წმინდა პატაპის ხსენებაა - წმინდა მამის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული

წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენიდან არც ისე ახლოსაა. საკმაოდ შემაღლებულ ადგილზეა ეს მადლიანი მონასტერი.

გრძელი კიბეების გავლის შემდეგ თვალწინ უმშვენიერესი მონასტერი გადამეშალა. იქაურობას კიდევ უფრო მეტ მადლს ჰფენს თავად წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეულის არსებობა. უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როცა პირველად საკუთარი თვალით ვიხილე წმინდანის უხრწნელი სხეული, რომელიც მისთვის საგანგებოდ გაკეთებულ ხის ჩასაბრძანებელშია მოთავსებული.

 

 

ზემოდან შუშა აქვს დადებული და წმინდანის უხრწნელ სხეულთან მიახლება და მისი დანახვა ყველა მომლოცველს შეუძლია. ტაძარში სადაც წმინდა მამის სხეულია დაბრძანებული უამრავი კანდელია ჩამოკიდებული. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი ადამიანი მიდის და რწმენით მისულებს უნუგეშოდ არავის ტოვებს...


ღირსი მამა პატაპიოსი დაიბადა 380 წელს ეგვიპტეში. მდიდარ და მორწმუნე ოჯახში. სწავლის დაამთავრების შემდეგ წავიდა კონსტანტინეპოლში, რათა სულიერი გაბრწყინება და ბერული ცხოვრება დაეწყო. როდესაც მიაღწია ძალიან დიდ სიწმინდეებს და მადლს, მას სურდა ერისგან დაფარულად ეღვაწა და ეძებდა ისეთ თავშესაფარს, სადაც განმარტოებულად იქნებოდა, მაგრამ ხალხმა იქაც მიაგნო.

 

რადგან მისგან მიეღოთ ღვთიური სიბრძნით სავსე რჩევა. კონსტანტინეპოლში წავიდა ორ განდეგილ მოღვაწესთან ერთად. ისინიც ისევე მოღვაწეობდნენ, როგორც ღირსი პატაპიოსი. არსებობდნენ მხოლოდ უფლისთვის. მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ ადგილსამყოფელი, სადაც განდეგილობაში იცხოვრებდნენ. ღირსმა მამა პატაპიოსმა აირჩია ჩრდილოეთის მხარე. ღირსმა თიო ვარამ მონასტერი ააგო ღირსი პატაპიოსის და ღირსი თეოფრონა რავულას მონასტრებს შორის. ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა. მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა. ამავე მონასტერში მიიძინა ღირსმა პატაპიოსმა.

 

ხოლო უხრწნელი სხეული და სასწაულების აღსრულება კვლავ მონასტერში დარჩა.
ცოტა ხნის შემდეგ განადგურდა ეგვიპტელების მონასტერი და წმინდა ნაწილები დაცვის მიზნით, ღირსმა ვარამ გადააბრძანა წმინდა იოანეს მონასტერში, სადაც თავად მოღვაწეობდა. მონასტერს პალეოლოპგებთან ერთად იცავდა წმინდა იპომონი. (იპომონი მოთმინებას ნიშნავს), წმინდა იპომონი გახლდათ კონსტანტინეპოლის იმპერატორის დედა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და დამპყრობლებმა სასტიკად აწამეს.

 


კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ აგელის ნოტარამ, პალეოლოგების ნათესავმა, აგარიელების შთამომავლებისგან რომ გადაერჩინა ღირსი პატაპიოსის ნეშტი, გადაიტანა გერანის საზღვართან, (სადაც იმ დროს შეეძლოთ დაეცვათ წმინდა ნაწილები.). იქ დამალა ძნელად მისადგომ მღვიმეში, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს. ეს გამოქვაბული XI საუკუნით თარიღდება. ამას მოწმობს არსებული ფრესკები - წმინდა პატაპის და წმინდა იპომონის, რომლის წმინდა ნაწილებიც ინახება წმინდა პატაპის მონასტერში. 1904 წელს, როდესაც მონასტრის აღმშენებლობა და გადიდება დაიწყეს, ერთ - ერთ მამას გამოეცხადა წმინდა პატაპიოსი, რომელმაც აუწყა ეთქვა თავისი მუშებისათვის, რომ ფრთხილად ჩაეტარებინათ სამუშაოები, რათა არ დაეზიანებინათ მისი დაფარული წმინდა ნაწილები.

 

რომელიც იმ დრომდე დაფარული იყო. 1952 წელს აღმოაჩინეს წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული, რომლის შემდეგაც აქ დედათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტერს წმინდა პატაპიოსის სახელი ეწოდა. ღვთის დანგებით ისე მოხდა, რომ წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული. მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის მოსალოცად. ვინც ღვთის შიშით მიეახლება წმინდა მამას ნუგეში და ღვთის წყალობა ეძლევა.

ბეჭდვა
1კ1