წმინდა ედიტა ვილტონელი (+984) და ამავე დღეს ხსენებული სხვა წმინდანები - 16 (29) სექტემბერი
წმინდა ედიტა ვილტონელი (+984) და ამავე  დღეს ხსენებული სხვა წმინდანები  - 16 (29) სექტემბერი
წმინდა ედიტა დაიბადა 961 წელს, ინგლისში, კემსიგში (კენტის საგრაფოში). იგი გახლდათ უკანონო შვილი მეფე ედგარ მშვიდის და წმინდა ვილფრიდასი, რომელიც მეფემ ვილტონის მონასტრიდან მოიტაცა. ეს დანაშაული მეფემ წმინდა დუსტანის ხელმძღვანელობით მოინანია და შვიდი წელი თავზე გვირგვინი არ დაიდგა. ვილფრიდამ, როგორც კი შეძლო, გაექცა გამტაცებელს და მონასტერში დაბრუნდა, სწორედ იქ გაჩნდა ედიტა. თუმცა ცოლის სიკვდილის შემდეგ მეფე ევედრებოდა ვილფრიდას, მისი კანონიერი ცოლი გამხდარიყო, მაგრამ მან ცივი უარი განუცხადა.

ედიტა დედამ მონასტერში გაზარდა. წმინდა ედიტა თხუთმეტი წლისა აღიკვეცა მონაზვნად. მეფე ედგარმა შესთავაზა სამი მონასტრიდან აირჩიე და ერთ-ერთის იღუმენიად დაგნიშნავო, მაგრამ წმინდა ქალწულმა ვილტონში დედის საფარველქვეშ ყოფნა არჩია.

წმინდა ედიტა იყო დიდად მლოცველი, მმარხველი, სათნო, ის გამოჰკვებდა მშივრებს, შემოსავდა შიშველთ, უვლიდა სნეულებს, ემსახურებოდა მწირებს. მან მონასტერში საავადმყოფო დააარსა, სადაც უამრავმა უსახლკარომ და გაჭირვებულმა მიაკითხა. მან პრინცებისა და დიდებულების საზოგადოებაში ყოფნას, კეთროვნებთან, ყველასგან მიტოვებულ ადამიანებთან საუბარი არჩია.

979 წელს ედიტას ესიზმრა, რომ მარჯვენა თვალი დაკარგა, ის მიხვდა, რომ ეს სიზმარი მისი ძმის, მეფე ედუარდის სიკვდილის მაუწყებელი იყო, რომელიც მართლაც სწორედ იმ დროს მოკლეს. მისი მოწამე ძმის მხარდამჭერმა დიდებულებმა ედიტას გამეფება მოისურვეს, მაგრამ მან უარი უთხრა, რადგან უფლისთვის ჰქონდა სიცოცხლე მიძღვნილი.

მიუხედავად სამეფო ტახტზე უარის თქმისა, მან შეისმინა წმინდა ეტელვოლდას საყვედური - სიწმინდე და სიმდაბლე როგორც ძონძებს ქვეშ შეიძლება იმალებოდეს, ისე სამეფო შესამოსელის ქვეშო - და მას ძვირფასი სამოსი ეცვა ხოლმე.

22 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ვილტონის მონასტერში წმინდა დიონისეს სახელობის მონასტერი ააგო. 984 წელს, ტაძრის კურთხევისას, წმინდა დუსტანი მწარედ ტიროდა, რადგან იგრძნო, რომ წმინდა ედიტა მალე გარდაიცვლებოდა. გავიდა ორმოცი დღე და 16 სექტემბერს (ვიკიპედიას მიხედვით 15 სექტემბერს) წმინდა ედიტა აღესრულა და დაკრძალეს ახალაშენებულ წმინდა დიონისეს სახელობის ტაძარში.

ხატი აღებულია:  Pinterest.com

..........................

წმინდა მოწამენი ვარბედა, ველბედა და ემბედა ვორმონელი (დაახლოებით 450 წელს აღესრულნენ) - 16 (29) სექტემბერი

ეს სამი ქალწული გადმოცემით ჰუნებმა დახოცეს. ვორმსეს მთის მონასტერში მათ პატივს მიაგებდნენ როგორც ფრანკების მეფის ქალიშვილებს.

....................
ღირსი იულია ტრირელი (+795)

ის გახლდად ტრირში ორენის მონასტრის იღუმენია. გარდაიცვალა 795 წლის 16 სექტემბერს.


ბეჭდვა
1კ1