ღირსი მართა, დედა სვიმეონ მესვეტისა (+428) - 1 (14) სექტემბერი
ღირსი მართა, დედა სვიმეონ მესვეტისა (+428) - 1 (14) სექტემბერი
ოცი წლის მანძილზე ეძებდა შვილს წმინდა მართა და რა შეიტყო შვილის ადგილსამყოფელი, მაშინვე მის სანახავად წარვიდა, თან ცხარედ ტიროდა.
სვიმეონმა არ ისურვა მასთან შეხვედრა, მაცნე გაგზავნა და დააბარა:

- ნუ შემაწუხებ, დედაო, თუ დავიმსახურებთ, იმქვეყნად შევხვდებით!

ქალს კიდევ უფრო მეტად მოუნდა შვილის ნახვა. წმინდანმა ისევ შემოუთვალა და შეევედრა, მცირე ხნით გაჩუმებულიყო.

დედა იქვე დაწვა და სული უფალს მიაბარა. წმინდანმა ეს რომ გაიგო, ითხოვა დედამისის უსიცოცხლო სხეული მასთან მიესვენებინათ. მშობლის დანახვაზე მწარედ ატირდა და მისი სულის საოხად ლოცვა ჰყო.

ამ დროს შენიშნეს, რომ წმინდა მართას უსულო სხეული ამოძრავდა, სახეზე კი ღიმილი გამოესახა. ამის მომსწრენი დიდად გაოცდნენ და უფალი ადიდეს. ქალი სვეტის მახლობლად დაკრძალეს.

წმინდანი დედას დღეში ორჯერ იხსენიებდა ლოცვებში.

ბეჭდვა
1კ1