ღირსი აიდო სტანოსელი (+1821) - 1 (14) სექტემბერი
ღირსი აიდო სტანოსელი (+1821) - 1 (14) სექტემბერი
წმინდა დედას თურქთა წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების შემდგომ, უმძიმეს ჟამს მოუწია ცხოვრება, იძულებული შეიქნა, ქალკიდიკზე მშობლიური სოფელი, სტანოსი დაეტოვებინა და ახალგაზრდა თანასოფლელთა და მღვდელმონაზვნის დახმარებით დედასთან ერთად ერთ-ერთ კუნძულზე მიიმალა.

დედის გარდაცვალების შემდგომ აიდომ თავი ლოცვასა და ღვაწლს უძღვნა. როგორც გადმოცემა გვაუწყებს, თურქთა ერთ-ერთი თავდასხმისას ნეტარი დედა ანგელოზებმა დამალეს, ორი დღის შემდგომ კი კვლავ გამოჩნდა მონასტერში.

სხვა ვერსიით კი თურქებმა აიდო შეიპყრეს და საზარლად აწამეს.

წმინდა დედის გარდაცვალების შემდგომ, მის წმინდა ნაწილთაგან საკვირველი კეთილსურნელება გარდამოვიდა.

ბეჭდვა
1კ1