მთელი საქართველო წმინდა ნინოს მადლით იქნა მოქცეული
მთელი საქართველო წმინდა ნინოს მადლით იქნა მოქცეული
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ქადაგების არქივს ნინოობის დღესასწაულზე:

-მოგილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას. წმინდა ნინოობა ქართველმა ერმა წმინდად შეისისხლხორცა, ნინოს მამას ერქვა ზაბულონი, იგი კაბადოკიაში ცხოვრობდა, ახალგაზრდა წავიდა რომში და დაიწყო სამხედრო სამსახურში მოღვაწეობა. იქ თავი ისახელა მან და შემდგომ , გარკვეული წლების მერე დაუბრუნდა თავის სამშობლოს. დაბრუნებისას მან შეირთო ცოლად, იერუსალიმის პატრიარქის იუბელანის და. შემდგომ კი შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ნინო დაარქვეს. როდესაც ნინო წამოიზარდა და გახდა 12 წლის მისი მამა ზაბულონი ბერად აღიკვეცა და წავიდა მონასტერში, დედა - სოსანაც მონაზვნად აღიკვეცა.


ბევრი რამე შეიძინა და შეისწავლა ამ პატარა ყრმამ ნინომ. ბოლოს ისიც კი გაიგო, რომ უფლის კვართი, მისი პერანგი ინახება უცხო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ერქვა. მას ძალიან დიდი სურვილი გაუჩნდა, ენახა უფლის ეს დიდებული სიწმინდე და ამავე დროს უფლისგან ჩთაგონებულს სურვილი ჰქონდა ქართველი ერი ქრისტიანობისკენ მოექციარა. ეს უფლის მოწოდება იყო და მან ეს დიდი მონდომება ჭეშმარიტად დააგვირგვინა. წარვიდა ჯერ რომში, ხოლო შემდგომ თავის დებთან -გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად გადმოვიდა კავკასიაში, სამცხე-ჯავახეთის გზიდან, ფარავნის ტბის გავლით შემოვიდა საქართველოში. იგი შეხვდა მწყემსებასც, ისეთნაირად დაუახლოვდნენ მწყემსებს, რომ საუბარიც გააბეს, გულთბილად უმასპინძლეს და მშვიდობით გამოისტუმრეს მცხეთისკენ. მთელი საქართველო წმინდა ნინოს მადლით იქნა მოქცეული. ამიტომ დედა ეკლესიამ წმინდა ნინოს ჭეშმარიტად დიდი პატივი მიაკუთვნა, იგი აიყვანა მოციქულთა სწორის რანგში.


ვინც თავის ფესვებს და ისტორიას ივიწყებს, იცოდეთ, რომ ის ადამიანი და ის ერი უკვე მკვდარია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი ფესვები, რა ფესვებზეც ვიზრდებოდით. ამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვიღებდით უდიდეს ნაყოფს , ზეციურსა და დედამიწიურს, ღვთიურს. ამ ერთიანობამ სულისა და ხორცის ჭეშმარიტმა ცხოვრებამ, ქართველთა ერი დღემდე მოიყვანა. დღესაც დაგვიდგა ჟამი კურთხევისა, დღესასწაულისა და ჩვენც ვიკრიბებით ტაძარში და აღვასრულებთ მათ დღესასწაულს. ისინი უხილავად ჩვენთან იმყოფებიან. წმინდა ნინო, რომლის ხსენების დღეა, ჩვენთან უხილავად იმყოფება, გვლოცავს, გვაკურთხებს და გვეფერება. დედა-შვილური გრძნობით უნდა რომ მისი ადგილმორჩილი და ღვთიური შვილები ვიყოთ.


ბეჭდვა
1კ1