14 აპრილს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი დედის - წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
14 აპრილს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი დედის - წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმიდა მარიამ მეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა. იგი წმ. მარიამ მეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო.

ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით მცხოვრები ქალი შემდეგ ღვთის განგებით სასწაულებრივად მოექცა და ღვთისმშობელს აღუთქვა რომ მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. წავიდა უდაბნოში და 47 წელი იცხოვრა. , სინანულსა და მარხვაში და სრულიად განწმენდილი მიიცვალა. მას განსაკუთრებით ევედრებიან ისინი, ვისაც ცოდვიანი ცხოვრების დატევება სურთ და ასევე ხორციელი ვნებების აღძვრისას.

ტროპარი:
შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწლასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.


ბეჭდვა
1კ1