11 იანვარი ახალშერაცხული წმინდანის - ღირსი ნინოს (ამილახვარი) ხსენების დღეა
11 იანვარი ახალშერაცხული წმინდანის -  ღირსი ნინოს (ამილახვარი) ხსენების დღეა
წმინდა სინოდის განჩინებით სამთვაროს დედათა მონასტრის იღუმენია ნინო (ამილახვარი, ), უმცროსი წმინდანთა დასში აღიყვანეს და ეწოდა ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია). ხსენების დღედ დადგინდა (29 დეკემბერი) 11 იანვარი. ამ დღესთან დაკავშირებით სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა სამთავისისა და კასპის მღვდელმთავარმა დამიანემ (ხუფენია), ტაძრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ლაზარესთან (გაგნიძე) და ამავე ტაძრის მოძღვრებთან დეკანოზ გაბრიელ კობახიძესთან, მამა მირიანთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. სადღესასწაულო მსახურების შემდეგ, პარაკლისი გადაიხადეს ღირსი ნინოს საფლავთან. შეგვეწიოს, მისი მადლი და მეოხება.
ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტი ლაზარეს ძალისხმევით და თანადგომით, შეიქმნა ახალშერაცხული წმინდანების ხატები. ღირსი ნინო (ამილახვარი) მონასტრის განმაახლებელი და ღირსი ნინო იღუმენია (ამილახვარი). ქართულ იკონოგრაფიაში პირველად შეიქმნა წმინდა მონაზვნების ხატი. მინდა მოგილოცოთ ყველას და გისურვოთ მათი თანადგომა ქრისტესკენ მიმავალ ეკლიან გზაზე.

KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1