ღირსი თეოდორა თესალონიკელი
ღირსი თეოდორა თესალონიკელი
ღირსი თეოდორა თესალონიკელი ქრისტიანი მშობლების ანტონისა და ქრიზანთას შვილი იყო. სრულწლოვანებას მიღწეული გათხოვდა და ქალიშვილი შეეძინა. სარკინოზთა შემოსევის (823) შემდეგ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თესალონიკში გადასახლდა. აქ ღირსმა თეოდორამ ქალიშვილი მონასტერში მიაბარა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა. წმინდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნოეყო უფალს და თეოდორას სასწაულმოქმედების ნიჭი მოემადლა. ღირსი თეოდორა მშვიდობით მიიცვალა 892 წელს.
ბეჭდვა
1კ1