წმინდა ანა განსაკუთრებით უშვილოებს შეეწევა
წმინდა ანა განსაკუთრებით უშვილოებს შეეწევა

წმინდა იოაკიმესა და ანას ეკლესია `მშობელთა ღვთისათას~ უწოდებს, რამეთუ ისინი იყვნენ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპარნი და ყოველდღიური ღვთისმსახურებისას, განტევების ლოცვებში მათაც სთხოვენ ლოცვებს ტაძრიდან გამოსულ მორწმუნეთათვის.
წმინდა კეთილმსახურმა მეფე იუსტინიანემ (527-565) წმინდა ანას სახელზე ტაძარი ააშენა, იმპერატორმა იუსტინიანე მეორემ კი მისი ტაძარი განაახლა, რამეთუ მართალი ანა გამოეცხადა მის ორსულ ცოლს. იმავე დროს მისი სხეული და მეფორია (საბურველი) გადატანილ იქნა კონსტანტინოპოლში.

წმინდა ანას სახელზე ათონზე აშენებულია ყველაზე დიდი სკიტი, ადრე იქ უამრავი ბერი მოღვაწეობდა, დღეს მხოლოდ 51 კალივაა მოქმედი. საკრებულო ტაძარში, რომელიც 1666 წელსაა აშენებული, ინახება ღვთისმშობლის დედის, წმინდა ანას ტერფი. ის მუდმივად თბილია და ადამიანის ტემპერატურას ინარჩუნებს წმინდა ანას ნაწილებიდან და ხატებიდან უამრავი სასწაული აღესრულება. ათონზე უამრავი სამადლობელო წერილი მოდის მშობელთაგან გამოგზავნილი, რომელთაც შვილები წმინდა ანას ლოცვით შეეძინათ.

KARIBCHEერთი ატიკელი ღვთისმოშიში ინსპექტორი პანტელეიმონ კირიაკოპულოსი უშვილო იყო. ძალზე უნდოდა, მამა გამხდარიყო. მან შეიტყო წმინდა ანასა და მის სასწაულებზე, წმინდა ანას სკიტის მღვდლისგან, რომელიც ათენში საქმეებზე იყო ჩამოსული, მხურვალე ლოცვით მიმართა წმინდა ანას და მოხდა სასწაული. მისმა ცოლმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ანა უწოდეს. შემდგომში მამა ათონზე ჩავიდა, წმინდა ანას სკიტში მხურვალედ მადლობა შესწირა ღვთისმშობლის დედას.

დრამელი ხრისტოდულო პაპამდოპულოსი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი უშვილო იყო. ის ევედრებოდა წმინდა ანას და მანაც შეისმინა ღვთისმოსავი ქრისტიანის ლოცვა. მალე მათ შეეძინათ ქალიშვილი ანა და მან სამადლობელოდ სკიტში სასანთლე გამოაგზავნა სასწაულმოქმედი ხატისთვის, ორი ოქროს ხელი, ორი გადასაფარებელი წმინდა ტრაპეზისთვის და ერთი ფარდაც.

პოლიგიროსელი გიორგი ასაფასის ცოლს მუდმივად მუცელი ეშლებოდა. შეწუხებული კაცი წმინდა ანას სკიტში მივიდა და დაპირდა, რომ თუ მისი მეუღლე ბავშვს გააჩენდა, წმინდა ანას პატივსაცემად ბავშვის წონა სანთელს ჩამოუქნდა. წმინდანმა შეისმინა მისი ლოცვა, მისმა ცოლმა ბავშვი მშვიდობიანად შვა და მამამაც მისი წონა სანთელი წმინდა ანას ხატთან დაანთო.

პასხალის ვისელისი მოსალოცად წმინდა ანას სკიტში მივიდა. როცა შეიტყო წმინდანის ლოცვით აღსრულებულ სასწაულებზე, აცრემლებულმა თავისი მძიმე ავადმყოფი ვაჟი შეავედრა და აღუთქვა, რომ ღამისთევის ლოცვას აღასრულებდა, თუ მისი შვილი განიკურნებოდა. როცა მამა სოფელში დაბრუნდა, შვილი სრულიად განკურნებული დახვდა _ აღმოჩნდა, რომ სასწაული სწორედ მაშინ მომხდარა, როცა მან აღთქმა დასდო. პასხალისმა სკიტში სამადლობელო წერილი გაგზავნა და დაპირებული ღამისთევის ლოცვაც შეასრულა.
ბეჭდვა
1კ1