ღირსი მეთოდეა კიმოლოსელი (+1908) - 05 (18) ოქტომბერი
ღირსი მეთოდეა კიმოლოსელი (+1908) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა დედა 1865 წელს, კიკლადის არქიპელაგის კუნძულ კიმოლოსზე დაიბადა, ღვთისმოშიშ და კეთილშობილ ოჯახში აღიზარდა და ბავშვობიდანვე სურდა, თავი უფლისთვის მიეძღვნა.

მაგრამ მშობლები მტკიცედ შეეწინააღმდეგნენ და ერთ ქიოსელ მეზღვაურს მიათხოვეს. ქორწინებიდან მოკლე ხანში მეთოდეა დაქვრივდა, - მეუღლე მცირე აზიაში მოგზაურობისას, ზღვაში დაეღუპა, რის შემდგომაც მცირე სქემით მეთოდეას სახელით შეიმოსა.

მალე წუთისოფელს სრულებით განერიდა და ერთ ვიწრო სენაკში განმარტოვდა, რომელსაც ოდენ მოყვასის შესაწევნელად თუ დაუტევებდა.

მისი სული ლოცვით სუნთქავდა, მცირე ხანს სულს მოითქვამდა და ღამეს კვლავ ღვთისადმი ვედრებაში განლევდა.

მთელ კვირას, შაბათ-კვირის გარდა, მარხულობდა, დიდმარხვისას კი აღდგომამდე აღარავის ენახვებოდა.

მრავალწლიანი ღვაწლის შემდგომ სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ჰყო და ღვთისგან კურნების მადლიც მიიღო, 1908 წლის 5 ოქტომბერს კი, 43 წლისა, ამქვეყნიდან განვიდა.

ბეჭდვა
1კ1