წმინდა დინარა დედოფალი (X) - 30 ივნისი (13 ივლისი)
წმინდა დინარა დედოფალი (X) - 30 ივნისი (13 ივლისი)
წმინდა დინარა დედოფალს ეკლესიაში ვიხსენიებთ 30 ივნისს (13 ივლისს).

ჰერეთის ვრცელი ქვეყანა მოიცავდა ქართველი ხალხით დასახლებულ მიწა-წყალს იორ-ალაზნის შესართავიდან მტკვარ-არაქსის შესართავამდე და კასპიის ზღვამდე. ამ მიწებს შაქი და მოვაკანი ერქვა და ის რანის ერთ ნაწილსაც მოიცავდა. აქ, არაბებმა მონოფიზიტური სარწმუნოების გავრცელებას შეუწყვეს ხელი, ამიტომ მემატიანე წერს:

"და ჰერეთს მეფობამდე იშხანიკისსა, პირველნი ყოველნი იყვნეს მწუალებელნი; ხოლო იშხანიკ დისწული იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავისა, და დედამან მისმან მოაქცივნა მართლმადიდებელად, დინარ დედოფალმან".

რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები "ივერიის დედოფალ დინარას" შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმინდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ "ქართლის ცხოვრებას" დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის, ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.

ხატის წყარო»»
ბეჭდვა
1კ1