წმინდა კეთილმსახური თავადის ასული ანა კაშინსკაია (+1338) - 12 ივნისი (25 ივნისი) - 12 ივნისი (25 ივნისი)
წმინდა კეთილმსახური თავადის ასული ანა კაშინსკაია (+1338) - 12 ივნისი (25 ივნისი) - 12 ივნისი (25 ივნისი)
წმინდა ანა დიდი თავადის, მიქაელ ტვერელის (ხს. 22 ნოემბერს) მეუღლე იყო. მას მერე, რაც ქმარი მონღოლთა ურდოში მოუკლეს, იგი ტვერის სოფიის მონასტერში ეფროსინიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა. 1338 წლის 2 ოქტომბერს მშვიდობით აღესრულა. მისმა ვაჟებმა - დიმიტრიმ და ალექსანდრემაც გაიზიარეს მამის მოწამებრივი ღვაწლი. პირველი 1325 წელს მოკლეს ურდოში, ხოლო მეორე თეოდორე - 1339 წელს. წმინდა ანას სასწაულები 1611 წელს დაიწყო. 1649 წლის 12 ივნისს მოხდა მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანება და წმინდანად შერაცხვა. მაგრამ 1677 წელს პატრიარქმა იოაკიმემ წმინდა ანას დეკანონიზაცია მოახდინა მეძველწესეთა სქიზმის გამწვავების გამო, რომლებიც წმინდა ანას სახელს თავიანთი მიზნებისთვის იყენებდნენ. 1909 წლის 12 ივნისს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა კეთილმსახური თავადის ასული ანა მეორედ შერაცხა წმინდანად და მისი საყოველთაო თაყვანისცემის დღე დაადგინა.


ბეჭდვა
1კ1