წმინდა მარიამ კლეოპა, მენელსაცხებლე დედა (I) - 23 მაისი (5 ივნისი)
წმინდა მარიამ კლეოპა, მენელსაცხებლე დედა (I) - 23 მაისი (5 ივნისი)
ძველი სტილით 23 მაისს (5 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მარიამ კლეოპასი მენელსაცხებლე დედის ხსენებას. მისი ხსენება აღესრულება დიდმარხვის მესამე კვირიაკესაც, სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მარიამი წმინდა იოსებ დამწინდველის ასული იყო პირველი ქორწინებიდან. როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იოსებზე დაწინდეს, ოჯახში მას დახვდა ყმაწვილი მარიამი, რომელმაც ძალიან შეიყვარა ღვთისმშობელი. ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებმა ქალიშვილი კლეოპას მიათხოვა, ამიტომ ჰქვია მას კლეოპასი. მარიამისა და კლეობას ძე იყო წმინდა მოციქული სვიმონი (სამოცდაათ მოციქულთა შორის შერაცხული), იერუსალიმის მეორე ეპისკოპოსი. საოცარი იყო მათი რწმენა და თავდადებული სიყვარული იესოსადმი. მაშინ, როცა მაცხოვრის ჯვარცმისას მოციქულები შეშინდნენ, მენელსაცხებლე დედათა შიშს სძლიეს და არ განშორდნენ იესო ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ისინი ჯვარცმისას დედა ღვთისასთან ერთად იდგნენ გოლგოთის მთაზე და ელოდებოდნენ. ამ მენელსაცხებლე დედებმა იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ თავიანთი ოჯახები დატოვეს და სახარების საქადაგებლად წავიდნენ. თითქმის ყველა მათგანი მოწამებრივად აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1