ღირსი ეფროსინია პოლოცკელი (+1167) - 23 მაისი (5 ივნისი)
ღირსი ეფროსინია პოლოცკელი (+1167) - 23 მაისი (5 ივნისი)
წმინდა ეფროსინია ბელარუსის მფარველი წმინდანია. იგი პოლოცკელი ვიტებსკის მთავრის სვიატოსლავ ვსესლავიჩის შვილი და ვსესლავ ბრიაჩისლავიჩის შვილიშვილი იყო. ღირსი ეფროსინია პოლოცკის სამთავროს განმანათლებლად ითვლება.

როდესაც სრულწლოვანი გახდა, ეფროსინიამ უარი თქვა ქორწინებაზე და მონასტერში წავიდა. სოფიას მონასტერში გადასახლების შემდეგ აქტიურად ჩაერთო სამშვიდობო და საგანმანათლებლო საქმიანობაში. საკუთარი ხარჯით ააშენა ორი ეკლესია პოლოცკში, დააარსა დედათა და მამათა მონასტრები, რომლებიც განათლების კერები გახდა პოლოცკის სამთავროში.

წმინდა ეფროსინია 1167 წელს გარდაიცვალა იერუსალიმში, წმინდა მიწის მოლოცვის დროს. 1910 წლის 23 მაისს, ეფროსინია პოლოცკელის (წმინდა ეფროსინია) ხსენების დღეს, მოხდა წმინდა ეფროსინიას წმინდა ნაწილების დაბრუნება პოლოცკში, განათავსეს მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში. 1910 წლამდე წმინდა ნაწილები კიევ-პეჩორის ლავრაში იყო. მისი კანონიზება მოხდა 1984 წელს.

ბეჭდვა
1კ1