დედოფლის მოწამეობამ ურჯულონიც კი გააკვირვა
დედოფლის მოწამეობამ ურჯულონიც კი გააკვირვა
წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამეობამ ურჯულონიც კი გააკვირვა. ათი წელი იტანჯა შაჰის "საპატიო" ტყვეობაში , მარხვითა და ლოცვით, მღვიძარებით იძლიერებდა სულს და განილევდა სხეულს. არ დაუთმო ბოროტს, არც რწმენა უარყო და არც შაჰის ცოლობას დათანხმდა.

ხალხით გაჭედილ მოედანზე გააშიშვლეს წმიდა ქეთევანი, თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაახურეს, ძუძუნი გავარვარებული მარწუხებით დააგლიჯეს, სხეულში შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, სამსჭვალებიან ფიცარზე დააგდეს და ზემოდანაც ასეთივე ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით გაუპეს შუბლი... თავისი უდრეკი სული დადო დედოფალმა უფლისა და მის მიერ მიბარებული ერისთვის.

ბეჭდვა
1კ1